რადომის კონსტიტუცია

რადომის კონსტიტუციაპოლონეთის სეიმის 1505 წლის დადგენილება. მიიღეს ქალაქ რადომში. რადომის კონსტიტუცია, რომელსაც სამი პირველი სიტყვის მიხედვით ეწოდება აგრეთვე კონსტიტუცია „ნიჰილ ნოვი“ („Nihil novi“ – „არაფერი ახალი“), ზღუდავდა მეფის ხელისუფლებას. კანონის მიღებას უნდა დათანხმებოდა მთელი სეიმი, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა „საელჩო ქოხს“ (შლიახტის დეპუტატებისაგან შემდგარ პალატას) ენიჭებდა. რადომის კონსტიტუციის მიღებამ დაასრულა პოლონეთის სეიმის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ გაფორმების პროცესი.

ლიტერატურა

რედაქტირება