შლიახტა

პოლონეთის სამეფოს კეთილშობილური კლასი და მოგვიანებით პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში

შლიახტა (პოლ. szlachta) — ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (განსაკუთრებით პოლონეთსა და ლიეტუვაში) გაბატონებული ფეოდალური კლასის ძირითადი ნაწილის სახელწოდება. თავდაპირველად შლიახტა ეწოდებოდა რაინდობას, საერო ფეოდალთა დაბალ ჯგუფს. შლიახტის პოლიტიკური გავლენის გაძლიერების შედეგად მაგნატები (ფეოდალური უმაღლესი ჯგუფი) იურიდიულად შლიახტის რიგებში შევიდნენ. XVI-XVIII სს-ში რეჩ პოსპოლიტაში დამყარდა შლიახტური რესპუბლიკა. პოლონური შლიახტის თავისებურება იყო მისი შედარებით მრავალრიცხოვნება, მცირემიწიანობა და უმიწაწყლობა. შლიახტას, როგორც გაბატონებულ პრივილეგირებულ ფენას ეკრძალებოდა „არაშლიახტური“ (ხელოსნობა, ვაჭრობა...) საქმიანობა. პოლონეთის დაყოფის შემდეგ (XVIII ს.) შლიახტა რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის თავადაზნაურობას გაუთანაბრეს. ლიტერატურაში ტერმინი „შლიახტა“ ხანდახან ჩეხიის საერო ფეოდალთა მიმართაც იხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება