სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ლიტვის ომი.


ლივონიის ომი 1558-1583 წწ; მოსკოვის სახელმწიფოს ომი ლივონიის დასაპყრობად და ბალტიის ზღვაზე გასასვლელად.

მიმდინარეობა

რედაქტირება

ბალტიისპირეთის მიწების ათვისებით თავდაპირველად დაინტერესებული იყო რუსული თავადაზნაურობა, ხოლო „ევროპაში ფანჯრის გაჭრით“ — რუს ვაჭართა ფენა.

ომი დაიწყო ლივონიის ორდენის წინააღმდეგ. შემდეგ, ომში, მოსკოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩაებნენ შვედეთი, პოლონეთი და ლიეტუვა; მაგრამ უკვე 1559 წელს ა. ადაშევის პოლიტიკური ჯგუფის გავლენით, მოწინააღმდეგენი დაზავდნენ. ლივონიის ფეოდალებმა ისარგებლეს ამით და პოლონეთის მეფის სიზიგმუნდ II-ს მფარველობაში შევიდნენ. იმავე წელს დანია დაეუფლა კურლანდიისა და ეზელ-ვიკის ეპარქიებს.

1560 წელს რუსებმა დაამარცხეს ორდენის ჯარი და დაიპყრეს მარიენბურგი და ფელინი. ჩრდილოეთ ესტონეთის ფეოდალები შვედეთის მფარველობაში შევიდნენ.

ომის მეორე ეტაპი 1561 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო და შვედეთი. პირველ წლებში რუსეთი კვლავ აღწევდა გარკვეულ წარმატებებს. 1563 წელს აიღო პოლოცკი. 1564 წელს მოსკოვის არმია რამდენიმეჯერ დამარცხდა. იმავე წლის გაზაფხულზე ლიეტუვაში გაიქცა თავადი კურბსკი, ხოლო შემოდგომაზე მოსკოვს თავს დაესხა ყირიმის ხანი დევლეთ-გირეი. 1566 წელს მოსკოვს ლიეტუვის ელჩობა ეწვია და ლივონიის გაყოფა შესთავაზა. 1566 წლის საერობო ყრილობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ებრძოლათ რიგის აღებამდე. ეს ივანე IV-ის განზრახვა იყო. 1569 წელს პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა (ლუბლინის უნია), რამაც გაართულა რუსეთის მდგომარეობა. ამას დაერთო ოსმალეთის არმიის 1569 წლის გალაშქრება ასტრახანზე და დევლეთ I გირეის 1571 წლის თავდასხმა მოსკოვზე.

 
ნარვას ალყა 1558

პოლონეთში დაწყებულმა უმეფობის ხანამ შეამსუბუქა რუსეთის მდგომარეობა და მან 1573-77 წწ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ბალტიისპირეთში. მაგრამ, არახელსაყრელმა საერთაშორისო და საშინაო ვითარებამ, რუსული თავად-აზნაურობის მიერ ბალტიური მიწების დაპატრონებამ ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც მკვეთრად შეაბრუნა ლივონიის ომის მსვლელობა და გაართულა რუსეთის მდგომარეობა.

პოლონეთმა ენერგიულად შეუტია მოსკოვის სახელმწიფოს 1579 წელს, აიღო პოლოცკი, ველიკიე-ლუკი, ალყა შემოარტყა ფსკოვს. შვედებმა დაიკავეს ნარვა და კორელა. ფსკოვის წინააღმდეგობამ აიძულა ბატორი ზავი შეეთავაზებინა მოსკოვისთვის. 1582 წელს მოდავენი დაზავდნენ 10 წლით (იამზაპოლსკში). რეჩ პოსპოლიტას დარჩა პოლოცკი და ლივონია, რუსეთს დაუბრუნდა ბატორის მიერ დაპყრობილი რუსული მიწები. 1583 წელს მოსკოვი დაუზავდა შვედეთსაც, რომელმაც დაიტოვა ნარვა და რუსული ქალაქები იამი, კოპორიე, ივანგოროდი.

ლივონიის ომი დამთავრდა მოსკოვის სახელმწიფოს დამარცხებით.

ბრძოლა ბალტიისპირეთისთვის XVIII საუკუნის დამდეგს განახლდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Jurginis, Juozas (1985). „Glinskio maištas“. In Jonas Zinkus; et al. (eds.). Tarybų Lietuvos enciklopedija. I. Vilnius, Lithuania: Vyriausioji enciklopedijų redakcija. p. 468. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |editor=-ში (დახმარება)
  • Kiaupa, Zigmantas; Jūratė Kiaupienė, Albinas Kunevičius [1995] (2000). The History of Lithuania Before 1795, English, Vilnius: Lithuanian Institute of History. ISBN 9986-810-13-2. 
  • Obolensky, Dmitry (2000). The Byzantine Commonwealth: Eastern Europe, 500–1453. Sterling Publishing Company. ISBN 1-84212-019-0. 
  • Perrie, Maureen (2002). The Cult of Ivan the Terrible in Stalin's Russia. Palgrave Macmillan. ISBN 0-333-65684-9. 
  • Petrauskas, Rimvydas (2009). Lietuvos istorija. Nauji horizontai: dinastija, visoumenė, valstybė. Baltos lankos. ISBN 978-9955-23-239-1. 
  • Smith Williams, Henry (1907). The Historians' History of the World: A Comprehensive Narrative of the Rise and Development of Nations as Recorded by Over Two Thousand of the Great Writers of All Ages. Hooper & Jackson, Ltd. OCLC 22998871. 
  • Stevens, Carol B. (2007). Russia's Wars of Emergence 1460–1730. Pearson Education. ISBN 978-0-582-21891-8. 
  1. E. Liptai: Magyarország hadtörténete (1), Zrínyi Katonai Kiadó 1984. ISBN 963-326-320-4; 208. p.