ლივონია
ლივონია (ლივ. Līvõmō, ესტ. Liivimaa, გერმ. Livland, ლათ. Livonia) — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში. სახელდებულია გერმანელი რაინდი-ჯვაროსნების მიერ იმხანად ბალტიისპირეთში მცხოვრები ერთ-ერთი ფინურ-უგრული ტომის — ლივების სახელის მიხედვით.
ტერმინის განმარტება
რედაქტირებაXII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ლივონიაში მხოლოდ ლივთა განსახლების არეალი იგულისხმებოდა: დასავლეთ დაუგავის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, რიგის ყურის სანაპირო ტერიტორიები, სამხრეთით კი კურლანდიის მიწები. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან 1461 წლამდე უკვე გერმანელი რაინდი-ჯვაროსნების მიერ დაპყრობილი თანამედროვე ესტონეთისა და ლატვიის მთელი ტერიტორიები იგულისხმება.
სახელმწიფოს ისტორია
რედაქტირებაკურლანდიის საჰერცოგოს შექმნის შემდეგ (1561), ლივონია ეწოდება ჩრდილოეთ ლატვიას და სამხრეთ ესტონეთს. განეკუთვნებოდა ჯერ რეჩ პოსპოლიტას, შემდეგ შვედეთს. XVII საუკუნეში ტერმინი ლივონია შეცვალა ლიფლანდიამ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Deutsch-Baltische Ritterschaften in Livland, Kurland, Estland, Oesel
- Die Livländische Ritterschaft დაარქივებული 2007-12-31 საიტზე Wayback Machine.
- Joann Portantiuse Liivimaa kaart 1573. aastast დაარქივებული 2006-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Karten დაარქივებული 2005-08-29 საიტზე Wayback Machine.