რიგის ყურე (ლატვ. Rīgas jūras līcis; ესტ. Liivi laht) — ყურე ბალტიის ზღვაში, ლატვიასა და ესტონეთს შორის. ხმელეთში შეჭრილია 174 კმ-ზე. ფართობი 18,1 ათ. კმ². ღია ზღვისგან გამოყოფილია მოონზუნდის (დასავლეთი ესტონეთის) კუნძულებით, ხოლო უკავშირდება ირბის, სურ-ვიაინის, ვიაიკე-ვიაინის, მუჰუს (მოონზუნდის) და სოელა-ვიაინის სრუტეებით. მაქსიმალური სიღრმე 62 მ. დიდი კუნძულებია რიჰნუ და კიჰნუ. ნაპირები უმთავრესად დაბალია და ქვიშიანი. ერთვის მდინარეები: დასავლეთის დვინა, ლიელუპე და გაუია. ზაფხულში წყლის ტემპერატურა 18°C-მდეა, ზამთარში 0-1°C. მარილიანობა 3,5-9‰. კარგად არის განვითარებული ბრუნვითი, ინერციული დინებები, რომელთა საშუალო სიჩქარეა 8 სმ/წმ. გაყინულია დეკემბრიდან აპრილამდე. მთავარი ნავსადგურია რიგა. რიგის ყურის სანაპიროზეა კურორტები და ქალაქები: იურმალა, პიარნუ, კუნძულ საარემააზე — კურესაარე.

რიგის ყურე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება