კურესაარე
კურესაარე (ესტ. Kuressaare) 1917 წლამდე არენსბურგი, 1952-1988 წლებში კინგისეპი (ესტ. Kingissepa) — ქალაქი ესტონეთში. მდებარეობს კუნძულ საარემაას სამხრეთით რიგის ყურის ნაპირზე. საარემაას მაზრის უდიდესი დასახლებული პუნქტი და ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კურესაარე ესტ. Kuressaare | |||||
ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
მაზრა | საარემაა | ||||
კოორდინატები | 58°15′00″ ჩ. გ. 22°29′00″ ა. გ. / 58.25000° ჩ. გ. 22.48333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1154 | ||||
პირველი ხსენება | 1381 | ||||
ადრეული სახელები | არენსბურგი, კინგისეპი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1563 | ||||
ფართობი | 14,95 კმ² | ||||
მოსახლეობა | 13 441[1] კაცი (2012) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 93813 | ||||
საავტომობილო კოდი | K | ||||
ოფიციალური საიტი | kuressaare.ee | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი პირველად მოხსენიებულია 1381 წლის მატიანეში. 1563 წელს კი მიიღო ქალაქის სტატუსი. 1721-1917 წლებში ქალაქი შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოკუპირებული იყო გერმანიის სამხედრო ძალების მიერ. 1918 წლიდან დამოუკიდებელი ესტონეთის შემადგენლობაშია და გახდა საარემაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. 1941-1944 წლებში კვლავ ოკუპირებულია გერმანელთა მიერ, გათავისუფლდა 1944 წლის 7 ოქტომბერს. 1952 წელს ეწოდა ამ ქალაქში დაბადებული, ესტონეთის კომუნისტური პარტიის დამაარსებლის, ვიქტორ კინგისეპის სახელი. 1988 წელს კვლავ კურესაარე ეწოდა.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Saaremaa Museum დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Kuressaare CityCam დაარქივებული 2017-08-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მონაცემები მოყვანილია 01.01.2012 პერიოდის მონაცემების მიხედვით (ინგლისური) ესტონეთის სტატისტიკური სამსახურის მიერ (ინგლისური)