რუსეთ-ოსმალეთის ომი (1568-1570)
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1568-1570) | |||
---|---|---|---|
რუსეთ-ოსმალეთის ომების ნაწილი | |||
თარიღი | 1568 - 1570 | ||
მდებარეობა | ასტრახანი, აზოვი. | ||
შედეგი |
რუსეთის სამეფოს სამხედრო გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1568-1670) იგივე ასტრახანის კამპანია — პირველი საბრძოლო დაპირისპირება ოსმალეთსა და რუსეთს შორის. წარიმართა ასტრახანისა და ყაზანის სახანოების დასაპყრობად.
წინარეისტორია
რედაქტირებარუსეთის სამეფოს პირველმა ცარმა, ივანე მრისხანემ, 1552 და 1556 წლებში მოახდინა ყირიმელი თათრების მფლობელობაში მყოფი ყაზანისა და ასტრახანის სახანოების ანექსირება, რის შემდეგაც მთლიანად დაეუფლა კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს. ამის შემდეგ მდინარე ვოლგას ნაპირზე ქალაქის გაშენებას შეუდგა. კასპიის ზღვის სანაპიროებს უზბეკი ხანები აკონტროლებდნენ, მაგრამ იმ პერიოდში ისინი თურქმენეთში იბრძოდნენ სეფიანთა ირანის წინააღმდეგ. XXVI საუკუნეში მოძლიერებული ოსმალეთის იმპერია კი ევროპული ქვეყნების დამარცხების შემდეგ ჩრდილოეთში ექსპანსიას გეგმავდა.
მიმდინარეობა
რედაქტირება1568 წელს, ოსმალეთის დიდმა ვეზირმა, სოკოლუ მეჰმედ-ფაშამ სულთან სელიმ II-ს ურჩია რუსეთთან ომი დაეწყო ყაზანის სახანოსა და ასტრახანის დასაკავებლად. საბრძოლო გეგმა 1569 წლის ზაფხულში დაისახა. იმავე წლის ოქტომბერში, ოსმალეთის ვასალმა, ყირიმის ხანმა, დევლეთ გირეიმ დაარბია და გადაწვა კიევი. ივანე მრისხანემ ოსმალეთს ომი გამოუცხადა.
1570 წელს სელიმ II-მ 20,000 კაციან არმიას სათავეში ქაზიმ-ფაშა ჩაუყენა და ჩდილოეთისკენ დაძრა. ყირიმში მათ დევლეთ I გირეი შეუერთდა. ყირიმელთა არმია 30-50 ათას ჯარისკაცს ითვლიდა. ოსმალები ელვისებური სისწრაფით დაიძრნენ. გზად მათ გაძარცვეს ლეკების სოფლები და 4,000-მდე მეომარიც დაიმატეს არმიაში. ქაზიმ-ფაშა მალე ასტრახანს მიადგა. ქალაქზე ალყა უშედეგო გამოდგა, რადგან ცარის გენერალს, პიტერ სერებრიანის 30,000 კაციანი გარნიზონი ჰქონდა ჩაყენებული.
დამარცხებული ოსმალები მალევე უკუიქცნენ, მაგრამ ქაზიმ-ფაშას სტამბოლიდან მოუვიდა ბრძანება, აზოვის ზღვის პირას მცხოვრები რუსებისთვის შეეტია. მან გადარჩენილი არმია ორ ნაწილად გაყო, 10,000 მეომრით თავად დაიძრა აღმოსავლეთით და მარბიელი ლაშქრობა მოაწყო რუსულ სოფლებში, ხოლო დევლეთ გირეი 12,000 ყირიმელით კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს მიადგა და რუსები აიძულა მდინარე თერგზე არსებული ფლოტი გაენადგურებინათ. ამ ლაშქრობებში ოსმალეთის არმიამ უამრავი მებრძოლი დაკარგა, რის გამოც სულთანმა, სოკოლუ მეჰმედ-ფაშას რჩევით ომის დამთავრება გადაწყვიტა.
წარუმატებელი ლაშქრობების შემდეგ, 1570 წლის ბოლოს, კონსტანტინოპოლში (სტამბოლში) სულთნისა და ცარის ელჩებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შეინარჩუნა მის კუთვნილებაში მყოფი ქალაქები ასტრახანში მუსლიმი ვაჭრების შეშვებისა და მდინარე თერგის პორტის განადგურების პირობით.
მოგვიანებით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა ყირიმის სახანომ, მაგრამ ოსმალეთსა და მას შორის საომარი კონფლიქტი 1676 წლამდე არ მომხდარა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Finkel, Caroline, Osman's Dream, (Basic Books, 2005), 57; "Istanbul was only adopted as the city's official name in 1930..".