ივანე IV ვასილის ძე (რუს. Иван IV Васильевич) ცნობილი სახელით ივანე მრისხანე (რუს. Иван Грозный; დ. 25 აგვისტო, 1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) — მოსკოვის დიდი მთავარი 1533-იდან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.

ივანე IV
Иван Грозный
Ivan the Terrible (cropped).JPG
რუსეთის ცარი
კორონაცია: 16 იანვარი 1547
მმართ. დასაწყისი: 3 დეკემბერი 1533
მმართ. დასასრული: 18 მარტი 1584
წინამორბედი: ვასილი III
მემკვიდრე: თედორე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აგვისტო, 1530
დაბ. ადგილი: მოსკოვი
გარდ. თარიღი: 18 მარტი, 1584 (53 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი
მეუღლე: 1.ანასტასია
2.მარია ტემრიოკოვნა
3.მარფა სობაკინა
4.ანა კოლტოვსკაია
5.ანა ვასილჩიკოვა
6.ვასილისა მელენტევა
7.მარია დოლგორუკი
8.მარია ნეგაია
შვილები: ვაჟები: დიმიტრი, ივანე, თეოდორე, ვასილი, დიმიტრი უგლიჩელი
ქალიშვილები: ანა, მარია
დინასტია: რიურიკები
მამა: ვასილი III
დედა: ელენა გილნსკაია

ბიოგრაფიარედაქტირება

7 წლისა დაობლდა. ახალგაზრდა მეფე სახელმწიფო მოღვაწეობაში აქტიურად ჩაება 40-იანი წლების ბოლოს, როცა შეიქმნა ე. წ. „რჩეულთა რადა“ (1549) და გატარდა გარკვეული რეფორმები (1549-1560), რომელთა მიზანი იყო თვითმპყრობელობის გაძლიერება და სახელმწიფოს ცენტრალიზაციის განმტკიცება. ივანე IV ვასილის ძის აქტიური აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად მოსკოვის სახელმწიფომ შეიერთა ყაზანის (1547-1552), ასტრახანის (1556) სახანოები, დაიმორჩილა ციმბირის ხანი და ნოღაელთა ურდო. „რჩეულთა რადის“ დამხობის შემდეგ (1560) იგი ერთპიროვნულად შეუდგა სახელმწიფოს მართვას. საშინაო პოლიტიკაში მან კურსი აიღო თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა და ოპოზიციის დათრგუნვისაკენ, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად დაისახა ბალტიის ზღვაში გასასვლელის მოპოვება. ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ წამოწყებული ლივონიის ომი (1558-1583).

წინაპრებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ივანე IV
წინამორბედი:
ვასილი III
რუსეთის ცარი
1553—1584
შემდეგი:
თედორე I