სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
მეჰმედ-ფაშა სოკოლუ ან მეჰმედ-ფაშა (თურქ. Sokollu Mehmet Paşa; დ. 1505, სოკოლი, ბოსნია — გ. 11 ოქტომბერი 1579, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. 1546 წლამდე სასახლის კარისკაცი,1546 წლიდან 1550 წლამდე ფლოტის ადმირალი, 1554 წლამდე რუმელიის მმართველი, 1565-79 წლებში ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.[1]
მეჰმედ-ფაშა სოკოლუ | |
---|---|
Sokollu Mehmet Paşa | |
ოსმალეთის 39-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 ივნისი 1565 |
მმართ. დასასრული: | 1576 |
წინამორბედი: | სემიზ ალი-ფაშა |
მემკვიდრე: | სემიზ აჰმედ-ფაშა |
ოსმალეთის 41-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1576 |
მმართ. დასასრული: | 12 ოქტომბერი 1579 |
წინამორბედი: | იუსუფ სინან-ფაშა |
მემკვიდრე: | სემიზ აჰმედ-ფაშა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1505 |
დაბ. ადგილი: | ბოსნია |
გარდ. თარიღი: | 11 ოქტომბერი 1579 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი |
მეუღლე: | ესმეჰან სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბოიკო სოკოლოვიჩი დაიბადა 1505 წელს სოკოლში (ბოსნიაში). ბავშვობაში ის დევშირმის სახელით მოხვდა თურქეთში, სადაც მოექცა ისლამზე და მრავალი წლის განმავლობაში იანიჩარების კორპუსს მეთაურობდა. 1543 წლიდან ეკავა იმპერიის უმაღლესი თანამდებობები, კერძოდ: 1546-1551 წლებში მეთაურობდა თურქეთის საზღვაო ფლოტს. 1551-1555 წლებში უძღვებოდა ოსმალეთის იმპერიის ევროპულ ნაწილს.
1562 წლებში სულთან სულეიმან დიდებულმა იგი დიდ ვეზირად დანიშნა, ხოლო მისი ვაჟის — სელიმ II-ის მეფობის დროს იმპერიის მართვის სადავეები მთლიანად მას ეპყრა ხელში (მურად III-ის დროსაც დიდი ვეზირი რჩებოდა). მეჰმედ-ფაშას დროს ოსმალებმა დაიკავეს კვიპროსი, თუმცა მოგვიანებით განიცადეს სასტიკი მარცხი ლეპანტოს ბრძოლაში.
ითვლება, რომ სოკოლუმ სინან-ფაშას დაავალა აეშენებინა ცნობილი ვიშეგრადის ხიდი მდინარე დრინაზე. იგი ყოველნაირად ხელს უწყობდა თავისი ნათესავების დაწინაურებას და მისი პროტექციის წყალობით ორი ძმისშვილი სერბეთის პატრიარქი გახდა.
სტამბოლის ევროპულ ნაწილში დღესაც დგას მეჰმედ-ფაშა სოკოლუს სახელობის მეჩეთი.
დაქორწინებული იყო სელიმ II-ის და ნურბანუ სულთნის ქალიშვილზე, ესმეჰან სულთანზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bosniak Mehmed Pasha Sokolovic - Article by Prof. Muhamed Filipovic (historian) examining history of Bosniak hero Mehmed-pasa Sokolovic
- Photos of Sokollu Mehmet Pasa Mosque at Kadirga, Constantinople დაარქივებული 2006-04-27 საიტზე Wayback Machine.