სემიზ აჰმედ-ფაშა (დ. 1492 — გ. 1580) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (11 ოქტომბერი 1579 - 28 აპრილი 1580). რუტემ ფაშასა და მიჰრიმაჰ სულთნის ერთადერთი ქალიშვილის - აიშე ჰუმაშაჰ სულთნის მეუღლე.

სემიზ აჰმედ ფაშა
Semiz Ahmet Paşa
ოსმალეთის 41-ე დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 11 ოქტომბერი,1579
მმართ. დასასრული: 28 აპრილი,1580
წინამორბედი: სოკოლუ მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ლალა მუსტაფა-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1492
დაბ. ადგილი: ალბანეთი
გარდ. თარიღი: 28 აპრილი,1580
გარდ. ადგილი: სტამბოლი,ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: აიშე ჰუმაშაჰ სულთანი
შვილები: აბდურაჰმენი
მეჰმეთი
შეჰიდ მუსტაფა
ოსმანი
რელიგია: ქრისტიანობა.მოგვიანებით მიიღო ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სემიზ აჰმედ-ფაშა დაიბადა 1492 წელს სავარაუდოდ ალბანეთში. სწავლობდა ენდერუნეში. იყო ანატოლიისა და რუმელიის გუბერნატორი. 1553 წელს მიიღო მონაწილეობა სპარსეთის ლაშქრობაში. 1561 წელს დაქორწინდა სულთან სულეიმან დიდებულის შვილიშვილზე აიშე ჰუმაშაჰ სულთანზე. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ: აბდურაჰმენი, მეჰმეთი, შეჰიდ მუსტაფა და ოსმანი.

1579 წელს სემიზ აჰემდ-ფაშა დაინიშნა დიდი ვეზირის თანამდებობაზე.

თანამედროვენი ამბობდნენ, რომ აჰმედ-ფაშა იყო ფრთხილი მებრძოლი, ჭირვეული, მაგრამ ნიჭიერი პოეტი. ამასთანავე იგი დაინტერესებული იყო ნადირობით.

1580 წელს სემიზ აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა. დაკრძალულია ედირნექაფის მიჰრიმაჰ სულთნის მეჩეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kuran, Aptullah. 1986. Mimar Sinan. Istanbul: Hürriyet Vakıf Yayınları, p. 193–196.
  • Gültekin, Gülbin. 1994. "Semsi Pasa Külliyesi." In Dünden Bugüne Istanbul Ansiklopedisi. Istanbul: Tarih Vakfi, VII, p. 158–159.
  • Necipoglu, Gülru. 2005. The Age of Sinan: Architectural Culture in the Ottoman Empire. London: Reaktion Books, p. 452–498.