აიშე ჰიუმაშაჰ სულთანი
აიშე ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი (თურქ. Ayşe Hümaşah Hanım Sultan; დ. 1541 — გ. 1594) — დამატი რუსტემ-ფაშასა და მიჰრიმაჰ სულთანის ერთადერთი ქალიშვილი და უფროსი შვილი. სულთან სულეიმანისა და ჰასეკი ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.
აიშე ჰიუმაშაჰ სულთანი | |
---|---|
დაბადების სახელი | აიშე ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი |
დაბადების თარიღი |
1541 სტამბოლი |
გარდაცვალების თარიღი |
1594 სტამბოლი |
მეუღლე(ები) |
სემიზ აჰმედ-ფაშა ნიშანჯი ფერიდუნ ბეი აზიზ მაჰმუდ ხუდაი ეფენდი |
შვილ(ებ)ი |
აბდურაჰმენი მეჰმეთი მუსტაფა ოსმანი სალიჰა |
მშობლები |
მამა: დამატი რუსტემ-ფაშა დედა: მიჰრიმაჰ სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააიშე ჰიუმაშაჰი დაიბადა სტამბოლში სულთან სულეიმანის საყვარელი ქალიშვილის მიჰრიმაჰ სულთნისა და დიდი ვეზირის რუსტემ ფაშას ოჯახში. აიშე ჰიუმაშაჰმა მიიღი უმაღლესი განათლება. ამასთან ერთად იგი გატაცებული იყო პოეზიით.
1561 წელს აიშე ჰიუმაშაჰი დაქორწინდა მომავალ დიდ ვეზირზე სემიზ აჰმედ-ფაშაზე (1492-1580). ქორწინებიდან მას ეყოლა ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი.[1][2] პირველი ქმრის გარდაცვალების შემდეგ აიშე ჰიუმაშაჰი დაქორწინდა ნიშანჯი ფერიდუნ ბეიზე, მაგრამ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ფაშა გარდაიცვალა. 1590 წელს აიშე ჰიუმაშაჰი მესამეჯერ დაქორწინდა აზიზ მაჰმუდ ხუდაი ეფენდიზე.
გარდაცვალება
რედაქტირებასიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის შვილებთან ერთად წმინდა ადგილებში სალოცავად წავიდა და დაბრუნების შემდეგ აიშე ჰიუმაშაჰი თავისივე სასახლეში, უსქუდარში გარდაიცვალა. აიშე ჰიუმაშაჰი დაკრძალეს მისი მესამე ქმრის აზიზ მაჰმუდ ხუდაის კომპლექსში.[3]
ქველმოქმედება
რედაქტირებააიშე ჰიუმაშაჰი, დედამისთან ერთად გახდა მამამისის ქონების მემკვიდრე და სათავეში ჩაუდგა მის საქველმოქმედო ფონდს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Joseph von Hammer, Geschichte des Osmanischen Reiches., ტ. 4, Pest: C. A. Hartleben’s Verlag. — გვ. 102.
- ↑ Mehmed Süreyya, Sicill-i ʿOsmānī yāḫūd Teẕkireʾi Meşāhīr-i ʿOsmānīye, ტ. 1, İstanbul: Maṭbaʿa-ʾi ʿĀmire, 1890. — გვ. 202.
- ↑ Gülru Necipoğlu, The Age of Sinan. Architectural Culture in the Ottoman Empire, London: Reaktion Books, 2005. — გვ. 302.