ჰიურემ სულთანი (ოსმ.  [خرم سلطان], თურქ. Hürrem Haseki Sultan), ევროპაში ცნობილია როგორც როქსოლანა (ლათ. Roxolana; ნამდვილი სახელი უცნობია, ლიტერატურული ტრადიციის თანახმად ნამდვილი სახელია ანასტასია ან ალექსანდრა გავრილის ასული ლისოვსკაია; დაახლ. 1502[1] ან დაახლ. 1505[2] — 15 ან 18 აპრილი 1558) — ოსმალეთის სულთნის სულეიმან I დიდებულის ხარჭა და შემდეგ მეუღლე, ჰასეკი, სულთან სელიმ II-ის დედა.

ჰიურემ სულთანი
მშობლიური სახელი Hürrem Sultan
დაბადების სახელი ანასტასია
დაბადების თარიღი დაახ. 1505
გარდაცვალების თარიღი 1558
კონსტანტინოპოლი , ოსმალეთის იმპერია
დაკრძალულია სულეიმანის მეჩეთი , კონსტანტინოპოლი
რელიგია ქრისტიანობა , მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) სულეიმან I
შვილ(ებ)ი მეჰმედი
მიჰრიმაჰი
აბდულა
სელიმი
ბაიაზიდი
ჯიჰანგირი

წარმომავლობა

რედაქტირება

ინფორმაციები ჰიურემის წარმოშობის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ჰიურემის ჰარამხანაში მისვლამდე დოკუმენტური წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა საკმაოდ ბევრი ლეგენდა და ლიტერატურული ვერსია არსებობს მისი წარმოშობის შესახებ. ჰიურემის თანამედროვე ისტორიული დოკუმენტები არ შეიცავენ ცნობებს მისი ბავშვობის შესახებ და მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის ხაზგასმით იფარგლებიან. XVI საუკუნის II ნახევარში, ლიტვის დიდი სამთავროს ელჩი ყირიმის სახანოში მიხალონ ლიტვინი, თავის 1548-1551 წლების მოგონებებში აღნიშნავს, რომ

 
„თურქეთის სულთნის საყვარელი მეუღლეც, მისი მემკვიდრის დედა გაიტაცეს ჩვენი მიწიდან[3][4].“

1621-1622 წლებში რეჩ პოსპოლიტას თურქეთში ელჩობის მონაწილე სამუილ ტვარდოვსკი არნიშნავს: მას თურქებმა უამბეს იმის შესხებ, რომ როქსალანა იყო მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, უკრაინა)[4].

პოლონური ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით ჰიურემის ნამდვილი სახელია ალექსანდრა და იგი იყო როგატინის მღვდლის გავრილ ლისოვსკის შვილი[5]. ამ ვერსიას იზიარებდნენ საბჭოთა ისტორიკოსებიც[1][2][6][7].

მიხეილ ორლოვსკის ვერსიის მიხედვით[8] იგი წარმოშობით იყო არა როგატინიდან, არამედ ჩემეროვციდან (ხმელნიცკის ოლქი)[9].

ევროპაში იგი ცნობილია როქსოლანას სახელით. ეს სახელი გამოიგონა ჰამბურგის ელჩმა ოსმალეთის იმპერიაში ოჟე ბუსბეკმა. იგი ეფუძნება ცნობას, რომ ჰიურემი არის წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან და უწოდა როქსოლანა, XVI საუკუნის მიწურულს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ პოპულარული სახელი, რომელიც მომდინარეობს როქსოლანების ტომის სახელწოდებიდან (აღნიშნული ტომები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში და დუნაის რეგიონში)[10].

სულთნის ცოლი

რედაქტირება

ყირიმელი თათრების მიერ ერთ-ერთი დარბევის დროს გოგონა ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე გაყიდვის შემდეგ აჩუქეს სულეიმან I-ს, რომელიც იმ პერიოდში იყო ტახტის მემკვიდრე და მანისაში ჰქონდა ჰარამხანა. არ არის გამორიცხული, რომ მას საჩუქარი მიუძღვნეს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ჰარამხანაში როქსოლანას უწოდეს ჰიურემი. ამ პერიოდისათვის იგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15 წლის.

მცირე ხანში მან სულთნის ყურადღება მიიქცია. სულთნის საყვარელმა, შეჰზადე მუსტაფას დედამ მაჰიდევრანმა მასზე ეჭვიანობაც კი დაიწყო. 1521-1531 წლებში ჰიურემსა და სულთანს შეეძინათ 6 შვილი: მეჰმედი, მიჰრიმაჰი, აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი და ჯიჰანგირი[11].

1534 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანის დედა აიშე ჰაფსა სულთანი. მისი გარდაცვალების შემდეგ როქსოლანა ოფიციალურად გახდა სულთნის მეუღლე.

ჰიურემ სულთანის ინიციატივით სტამბოლში აშენდა ბევრი მეჩეთი, აბანო, 2 მედრესე და ქალთა საავადმყოფო.

 
ჰიურემ სულთანის აბანო, 1556/57წწ

აია სოფიასა და სულთან აჰმედის მეჩეთს შორის, სულთან აჰმედის პარკში მდებარე ჰიურემ სულთანის აბანო 1556/57 წლებში ჰიურემ სულთანის ბრძანებით შექმნა სულთნის კარის ხუროთმოძღვარმა სინანმა. ერთსართულიანი მოგრძო შენობა ადვილი საცნობია თავისი მოწითალო–სპილოსძვლისფერი ფასადითა და რამდენიმე მცირე გუმბათოვანი სახურავით. აბანო აქტიურად გამოიყენებოდა 1910 წლამდე. შემდეგ ზუსტად ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ საწყობის, შემდეგ კი ხალიჩების საგამოფენო სივრცის ფუნქციას ასრულებდა. 2010 წელს მას დაუბრუნდა თავისი უწინდელი ფუნქცია.[12].

მასზე შექმნილია უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი, გადაღებულია 3 სერიალი : „როქსოლანა“ (უკრაინა, 1996–2003 წლები), „ჰიურემ სულთანი“ (უკრაინა 2008 წ.) და „დიდებული საუკუნე“ (თურქეთი, 2011–2013 წლები)


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Смирнов Н. А. Россия и Турция в XVI—XVII вв. (в двух томах). — Т. 1: МГУ, 1946. — С. 60.
  2. 2.0 2.1 Гавришков Б. М. Славянская тематика в произведениях Лессинга // Советское славяноведение. — 1982. — № 6, ноябрь-декабрь. — С. 93. — ISSN 0132-1366
  3. МИХАЛОН ЛИТВИН, О НРАВАХ ТАТАР, ЛИТОВЦЕВ И МОСКВИТЯН
  4. 4.0 4.1 Yermolenko G. Roxolana: «The Greatest Empresse of the East» // The Muslim World. — 95. — 2. — 2005. — P. 231—248.
  5. Abbott E. A history of mistresses. — HarperFlamingoCanada, 2003. — 510 p. — P. 53.
  6. Український радянський енциклопедичний словник: В 3-х т. Т. III. / За ред. М. Бажана. — 1-е вид. — Киев: Головна редакція Української радянської енциклопедії. — 1968. — С. 162.
  7. Примітки. До стор. 425 // Кримський А. Ю. Твори в п’яти томах. Т. 4: Сходознавство[მკვდარი ბმული] / Ред. тому О. І. Ганусець. — Киев: Наукова думка, 1974. — 640 с. — С. 636.
  8. Орловский М. Я. Роксолана или Анастасия Лисовская: Ист. повесть. — Каменец-Подольский: Тип. Подол. губерн. правления, 1883.
  9. Василевский М. Где родилась Роксолана? დაარქივებული 2012-12-04 საიტზე Wayback Machine. // День: Ежедневная всеукраинская газета. — № 124, четверг, 14 июля 2005.
  10. Roxolana in European Literature, History and Culture / ed. by Galina I. Yermolenko. — New York: Ashgate Publishing, 2010.
  11. Peirce L. P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — New York: Oxford University Press, 1993 გვ. 60
  12. Elisabeth Schnurrer: Istanbul. ADAC Reiseführer, ADAC Verlag GmbH, 2010, S. 40