ჯიჰანგირი (შეჰზადე)

(გადამისამართდა გვერდიდან შეჰზადე ჯიჰანგირი)

შეჰზადე ჯიჰანგირი (თურქ. Şehzade Cihangir; დ. 9 დეკემბერი, 1531, სტამბოლი — გ. 27 ნოემბერი, 1553, ალეპო) — სულთან სულეიმანის და მისი კანონიერი ცოლის, ჰიურემ სულთნის უმცროსი ვაჟი[1]. სტამბოლის ერთ-ერთი რაიონი შეჰზადე ჯიჰანგირის სახელობისაა.

შეჰზადე ჯიჰანგირი
მშობლიური სახელი Şehzade Cihangir
დაბადების სახელი ჯიჰანგირი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1531
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი 1553
ალეპო
დაკრძალულია შეჰზადეს მეჩეთი, სტამბოლი
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: სულეიმან I
დედა: ჰიურემ სულთანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შეჰზადე ჯიჰანგირი დაიბადა 1531 წელს სტამბოლში. ის იყო სულეიმან დიდებულის და ჰიურემ სულთნის მეექვსე შვილი და მეხუთე ვაჟი. ტრადიციის მიხედვით ჯიჰანგირი სასახლეში აღიზარდა. შეჰზადეს ჰქონდა თანდაყოლილი ნაკლი — კუზი, ამიტომ ის არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. თუმცა ჯიჰანგირი ძალიან განათლებული იყო, გატაცებული იყო კალიგრაფიით, წერდა ლექსებს ზარიფის (თურქ. Zarîfî);) სახელით, დიდხანს საუბრობდა მამასთან. ჯიჰანგირის ფიზიკური ნაკლის და სანჯაყში არ გაგზავნის მიუხედავად, ჯიჰანგირს ჰყავდა ხარჭა. არსებობს მოსაზრება, რომ ჯიჰანგირს განსაკუთრებულად და ძალიან უყვარდა უფროსი ძმა მუსტაფა (სულეიმან I-ისა და მაჰიდევრან სულთნის შვილი). მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც მუსტაფა სანჯაყში წავიდა, მაშინ ჯიჰანგირი 2 წლის იყო.

სიკვდილი

რედაქტირება

ჯიჰანგირი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა ალეპოში, მუსტაფას სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (ლეგენდა გვამცნობს, რომ ჯიჰანგირი მუსტფაზე დარდმა შეიწირა).[2] შეჰზადე ჯიჰანგირი დაკრძალეს სტამბოლში, შეჰზადეს მეჩეთში უფროსი ძმის, მეჰმედის გვერდით.

  1. İsmail Hakkı Uzunçarşılı, Osmanlı Tarihi, II. cilt / İsmail Hakkı, Ankara, ISBN 975-16-0012-X.
  2. İskele iskele Boğaziçi, Muhsin Yaşin, Hürriyet Gazetesi