ჯიჰანგირი (შეჰზადე)
შეჰზადე ჯიჰანგირი (თურქ. Şehzade Cihangir; დ. 9 დეკემბერი, 1531, სტამბოლი — გ. 27 ნოემბერი, 1553, ალეპო) — სულთან სულეიმანის და მისი კანონიერი ცოლის, ჰიურემ სულთნის უმცროსი ვაჟი[1]. სტამბოლის ერთ-ერთი რაიონი შეჰზადე ჯიჰანგირის სახელობისაა.
შეჰზადე ჯიჰანგირი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Şehzade Cihangir |
დაბადების სახელი | ჯიჰანგირი |
დაბადების თარიღი |
9 დეკემბერი, 1531 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
27 ნოემბერი 1553 ალეპო |
დაკრძალულია | შეჰზადეს მეჩეთი, სტამბოლი |
რელიგია | ისლამი |
მშობლები |
მამა: სულეიმან I დედა: ჰიურემ სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშეჰზადე ჯიჰანგირი დაიბადა 1531 წელს სტამბოლში. ის იყო სულეიმან დიდებულის და ჰიურემ სულთნის მეექვსე შვილი და მეხუთე ვაჟი. ტრადიციის მიხედვით ჯიჰანგირი სასახლეში აღიზარდა. შეჰზადეს ჰქონდა თანდაყოლილი ნაკლი — კუზი, ამიტომ ის არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. თუმცა ჯიჰანგირი ძალიან განათლებული იყო, გატაცებული იყო კალიგრაფიით, წერდა ლექსებს ზარიფის (თურქ. Zarîfî);) სახელით, დიდხანს საუბრობდა მამასთან. ჯიჰანგირის ფიზიკური ნაკლის და სანჯაყში არ გაგზავნის მიუხედავად, ჯიჰანგირს ჰყავდა ხარჭა. არსებობს მოსაზრება, რომ ჯიჰანგირს განსაკუთრებულად და ძალიან უყვარდა უფროსი ძმა მუსტაფა (სულეიმან I-ისა და მაჰიდევრან სულთნის შვილი). მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც მუსტაფა სანჯაყში წავიდა, მაშინ ჯიჰანგირი 2 წლის იყო.
სიკვდილი
რედაქტირებაჯიჰანგირი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა ალეპოში, მუსტაფას სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე კვირის შემდეგ (ლეგენდა გვამცნობს, რომ ჯიჰანგირი მუსტფაზე დარდმა შეიწირა).[2] შეჰზადე ჯიჰანგირი დაკრძალეს სტამბოლში, შეჰზადეს მეჩეთში უფროსი ძმის, მეჰმედის გვერდით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ İsmail Hakkı Uzunçarşılı, Osmanlı Tarihi, II. cilt / İsmail Hakkı, Ankara, ISBN 975-16-0012-X.
- ↑ İskele iskele Boğaziçi, Muhsin Yaşin, Hürriyet Gazetesi