დიდებული საუკუნე
დიდებული საუკუნე (თურქ. Muhteşem Yüzyıl) — თურქული ისტორიულ-ეპიკური საგა მძაფრსიუჟეტიანი დრამის ჟანრში. ეკრანებზე გამოვიდა 2011 წელს.
დიდებული საუკუნე | |
---|---|
ჟანრი |
ისტორია დრამა |
სცენარი | მერალ ოქაი |
რეჟისორი |
იაღმურ თაილანი, დურულ თაილანი |
მონაწილეობენ |
ჰალით ერგენჩი მერიემ უზერლი ნებაჰათ ჩეჰრე ნურ აისანი ოქან იალაბიქი სელმა ერგეჩი მეჰმეთ გუნსური ფილიზ აჰმეთი დენიზ ჩაქირი ვაჰიდე გორდუმი |
კომპოზიტორ(ებ)ი | ფაჰირ ათაქოღლუ |
ქვეყანა | თურქეთი |
ენა | თურქული |
სეზონი | 4 |
ეპიზოდი | 139 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | თიმურ სავჯი |
ხანგრძლივობა | 90-140 წთ. |
ქრონოლოგია | |
შემდეგი | დიდებული საუკუნე: ქიოსემი |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალი დაფუძნებულია რეალურ ისტორიულ ფაქტებზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში ხდებოდა უდიდესი მხედართმთავრისა და რეფორმატორის, სულთან სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდში.
სერიალი მოგვითხრობს სულთნის მმართველობის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე და მის ურთიერთობაზე სლავური წარმოშობის ხარჭა ალექსანდრასთან, რომელსაც ისლამის მიღების შემდეგ უწოდეს ჰიურემი.
სერიალი შედგება 4 სეზონისაგან, რომელიც მოიცავს 139 ეპიზოდს.
როლებში
რედაქტირებამსახიობი | როლი | მდგომარეობა |
---|---|---|
ჰალიტ ერგენჩი | სულეიმან I დიდებული | ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთანი. |
მერიემ უზერლი (100 ეპიზოდში) | ჰიურემ სულთანი | სულთნის კანონიერი ცოლი. ალექსანდრას პროტოტიპი ევროპაში ცნობილია როქსოლანას სახელით. იგი არის მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (დასავლეთი უკრაინა), შეეძინა 4 ბიჭი და ერთი გოგო. |
ვაჰიდე ფერჩინი[1] (103-ე სერიიდან) | ჰიურემ სულთანი | სულთნის კანონიერი ცოლი. ალექსანდრას პროტოტიპი ევროპაში ცნობილია როქსოლანას სახელით. იგი არის მართლმადიდებელი მღვდლის შვილი როგატინიდან (დასავლეთი უკრაინა), შეეძინა 4 ბიჭი და ერთი გოგო. |
ნებაჰათ ჩეჰრე | დედა სულთანი | სულეიმანის, ჰატიჯეს, ბეიჰანის, შაჰის და ფატიმას დედა. გარდაიცვლება 61-ე ეპიზოდში. მისი გარდაცვალების შემდეგ ჰარემს მართავს მაჰიდევრანი, შემდეგ ჰიურემი. |
ნურ ფეთაჰოღლუ | მაჰიდევრან სულთანი | ჩერქეზული წარმოშობის. უფლისწულ მუსტაფას დედა, სულთნის მესამე ცოლი, ასევე ცნობილი გულბაჰარის სახელით. |
ოქან იალაბიქი | იბრაჰიმ-ფაშა/ნიკო (იბრაჰიმის ძმა) | სულთნის მეგობარი, ჰატიჯეს ქმარი, ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი, ნამდვილი სახელი თეო[2]. სერასქირი, 82-ე ეპიზოდში კლავენ სულთნის ბრძანებით. |
სელმა ერგეჩი | ჰატიჯე სულთანი | სულთნის უმცროსი და და იბრაჰიმ-ფაშას მეუღლე. ჰურიჯიჰან სულთანის და ოსმან სულთანზადეს დედა. პირველად გათხოვილი იყო ისკანდერ-ფაშაზე, დაქვრივების შემდეგ ცოლად გაყვა იბრაჰიმ-ფაშას. მოგვიანებით ცოლად გაყვა ერთ-ერთ ვეზირს ხუსრევ-ფაშას. 102-ე ეპიზოდში თავს იკლავს საკუთარი ძმის წინაშე. |
მინა ტუანა გიუნეში | ჰურიჯიჰან სულთანი | იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (ბავშვობაში). |
ეფე მეჰმედ გიუნეში | სულთანზადე ოსმანი | იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (ბავშვობაში). |
ჰელინ ჩალი | ჰურიჯიჰან სულთანი | იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (მოზარდობაში). |
ბურჯუ ოზბერქი | ჰურიჯიჰან სულთანი | იბრაჰიმისა და ჰატიჯეს შვილი (ზრდასრულ ასაკში). |
იუსუფ ბერქან დემირბაღი | მუსტაფა | სულეიმანისა და მაჰიდევრანის შვილი (ბავშვობაში). |
თუნჩ ორალი | მუსტაფა | სულეიმანისა და მაჰიდევრანის შვილი (მოზარდობაში). |
მეჰმეთ გუნსური | მუსტაფა | სულეიმანისა და მაჰიდევრანის შვილი (ზრდასრულ ასაკში). |
ბერქეჯან აქაია | მეჰმედი | სულეიმანისა და ჰიურემის პირველი შვილი (ბავშვობაში). |
არდა არანათი | მეჰმედი | სულეიმანისა და ჰიურემის პირველი შვილი (მოზარდობაში). |
გიურბეი ილერი | მეჰმედი | სულეიმანისა და ჰიურემის პირველი შვილი (ზრდასრულ ასაკში). შეჰყარეს ყვავილის სენი მაჰიდევრანის ბრძანებით და გარდაიცვალა 22 წლის ასაკში. |
აიდა აჟარი | მიჰრიმაჰი | სულეიმანისა და ჰიურემის შვილი (ბავშვობაში). |
მელის მუტლუჩი | მიჰრიმაჰი | სულეიმანისა და ჰიურემის შვილი (მოზარდობაში). |
ფელინ კარაჰანი | მიჰრიმაჰი | სულეიმანისა და ჰიურემის შვილი (ზრდასრულ ასაკში). ბალი-ბეის შეყვარებული. რუსტემ-ფაშას ცოლი, რომელთანაც შეეძინა შვილი აიშე ჰიუმშაჰ სულთანი. |
ზია ქერემ აჩარსეზი | შეჰზადე სელიმი | სულეიმანისა და ჰიურემის მეორე შვილი (ბავშვობაში). |
იგით უსთი | შეჰზადე სელიმი | სულეიმანისა და ჰიურემის მეორე შვილი (მოზარდობაში). |
ენგინ ოზთურქი | შეჰზადე სელიმი | სულეიმანისა და ჰიურემის მეორე შვილი (ზრდასრულ ასაკში). ოსმალეთის იმპერიის მომავალი სულთანი |
ოზგურ ეგე ნალჯი | ბაიაზიდი | სულეიმანისა და ჰიურემის მესამე შვილი (ბავშვობაში). |
ერჰან ჯან ქართალი | ბაიაზიდი | სულეიმანისა და ჰიურემის მესამე შვილი (მოზარდობაში). |
არას ბულუთ ინემლი | ბაიაზიდი | სულეიმანისა და ჰიურემის მესამე შვილი (ზრდასრულ ასაკში). |
ბათიხან იგითი | ჯიჰანგირი | სულეიმანისა და ჰიურემის მეოთხე შვილი (ბავშვობაში). |
აიბარს ქართალ ოზსონი | ჯიჰანგირი | სულეიმანისა და ჰიურემის მეოთხე შვილი (მოზარდობაში). |
თოლგა სარიტაში | ჯიჰანგირი | სულეიმანისა და ჰიურემის მეოთხე შვილი (ზრდასრულ ასაკში). |
სელენ ოზთურქი | გულფემი | სულთნის მეორე ცოლი და ჰატიჯეს მეგობარი. დაკარგა სულთნის შვილი და უარი ეთქვა სულთნის ცოლობაზე. 139-ე ეპიზოდში კლავენ სულეიმანის მოკვლის მცდელობისთვის. |
ფილიზ აჰმეთი | ნიგარ-ქალფა | ჰარემის ქალფა, მოგვიანებით ჰატიჯეს მთავარი ქალფა, შემდეგ ჰიურმის ხაზინადარი, იბრაჰიმ-ფშა პარგელის საყვარელი და ნასუჰ ეფენდის ყოფილი ცოლი. რუსტემ-ფაშას ყოფილი ცოლი. იბრაჰიმთან შეეძინება შვილი — ესმანური. მე-100 ეპიზოდში კლდიდან გადახტება უფსკრულში. |
დენიზ თუზუნი | ესმანური | იბრაჰიმისა და ნიგარ-ქალფას შვილი. |
ბურაქ ოზჯივითი | მალქოჩოღლუ ბალი-ბეი | ოსმალეთის არმიის სამხედრო მოღვაწე, მოგვიანებით სულთნის პალატების მცველი. გადაგდა თანამდებობიდან და დაბრუნდა სამშობლოში. სერიალის მესამე სეზონში ბრუნდება სტამბოლში. 103-ე ეპიზოდში კვლავ სამშობლოში ბრუნდება. |
სემა ქეჩიქ ქარაბელი | დაიე-ხათუნი | დედა-სულთნის პირადი მსახური და ჰარემის ხაზინადარი. დედა-სულთნის გარდაცვალების შემდეგ მიდის ჰარემიდან და სიცოცხლეს ასრულებს თვითმკვლელობით. |
ენგინ გიუნაიდინი | გულ-აღა | ჰარემის საჭურისი და ჰიურემის მსახური, მოგვიანებით გააძევებენ ჰარემიდან მაჰიდევრანის ბრძანებით. |
სელიმ ბაირაქთარი | სუმბულ-აღა | ჰარემის მთავარი საჭურისი, მოგვიანებით ჰიურემის მუდმივი მსახური. |
იუქსელ უნალი | შექერ-აღა | ჰარემის მთავარი მზარეული. |
ნიჰან ბუიუქაღაჩი | გულშაჰ ხათუნი | მაჰიდევრანის მსახური, მოგვიანებით ჰიურემის მსახური. მოკლა ნიგარ-ქალფამ ჰატიჯე სულთნის მკვლელობის მცდელობისთვის. |
გონქა სალაიადი | ფატმა-ხათუნი | მუსტაფას ხარჭა და მაჰიდევრანის მსახური. მუსტაფასთან შეეძინა ვაჟი. გაგიჟდა და თავი მოიკლა შვილის გარდაცვალების შემდეგ. |
ბურჯუ თუნა | გულნიჰალ (მარია)-ხათუნი | ჰიურემის საუკეთესო მეგობარი, მოსამსახურე და თანამემამულე, მოგვიანებით გაათხოვეს და სასახლიდან გაუშვეს. |
სებაჰათ ქუმაში | ესმა-ხათუნი | ჰიურემის მსახური და მისი შვილების ძიძა. |
ფატიჰ ალი | ნასუჰ-ეფენდი | იბრაჰიმ-ფაშას მეგობარი, მოგვიანებით ნიგარ-ქალფას მეუღლე. |
სეჩკინ ოზდემირი | ლეო | ჰიურემის ყოფილი შეყვარებული, მხატვარი. გახდა იბრაჰიმ-ფაშას ინტრიგების მსხვერპლი. მან იგი მოწამლა. |
ეზგი ეიუბოღლუ | აიბიგე-ხათუნი | ყირიმის ხანის შვილი და დედა-სულთნის ძმისშვილი. მუსტაფას საცოლე, მოგვიანებით დაბრუნდა ყირიმში. |
საადეთ აქსოი | სადიქა (ვიქტორია) ხათუნი | უნგრელი სამხედროს საცოლე, შეაღწია სასახლეში სულთნის მოკვლის მიზნით. ზღვაში ჩაძირა ნასუჰ-ეფენდიმ იბრაჰიმ-ფაშას ბრძანებით. |
მელისა სოზენი | ეფსუნ (ნორა) ხათუნი | ჰიურემის მოსამსახურე, შემდეგ მუსტაფას ხარჭა, გარდაიცვალა წარუმატებელი აბორტის შედეგად. |
ალფ ოიქენი | პაპი კლიმენტ VII | რომის პაპი. |
იუნალ სილვერი | კარლ V | საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი. |
ქადირ ჩერმიქი | ლაიოშ II | უნგრეთისა და ჩეხეთის მეფე 1526 წლამდე, გარდაიცვალა მოჰაჩის ბრძოლაში. |
არიფ ერქინი | ფირი მეჰმედ-ფაშა | ოსმალეთის იმპერიის ყოფილი დიდი ვეზირი. |
ფეჰმი ქარარსლანი | აიას მეჰმედ-ფაშა | ოსმალეთის იმპერიის მეორე ვეზირი. იბრაჰიმ-ფაშას შემდეგ დაინიშნა დიდ ვეზირად. ჰიურემ სულთნის მომხრე. დაიღუპა ყვავილისაგან. |
მურატ თუზუნი | ჰაინ აჰმედ-ფაშა | იბრაჰიმის მტერი; პირი-ფაშას დროს ოსმალეთის იმპერიის მეორე ვეზირი, შემდეგ ეგვიპტის ბეილერბეი, წარმოშობით ქართველი, მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს[3]. |
თანსელ ონგელი (1-36 სერიებში) | ალვიზე გრიტი | ანდრეა გრიტის უკანონო შვილი, ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს უნგრეთის მეფის ბრძანებით. |
ერმან საბანი (37-65 სერიებში) | ალვიზე გრიტი | ანდრეა გრიტის უკანონო შვილი, ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს უნგრეთის მეფის ბრძანებით. |
პინარ ჩაღლარ გენჩთურქი | ბეიჰან სულთანი | სულეიმანის შუათანა და, ფერჰათ-ფაშას ქვრივი. |
ქივანჩ ქილინჩი | ფერჰათ-ფაშა | ბეიჰან სულთნის ქმარი. ოსმალეთის იმპერიის მსამე ვეზირი ფირი–ფაშას დროს, შემდეგ სემენდერეს გუბერნატორი. სიკვდილით დასაჯეს სულეიმანის ბრძანებით. |
ჰასან ქუჩუქ ქუჩუქჩეთინი | ისკანდერ ჩელები | დეფტერდარი. იბრაჰიმ-ფაშას მთავარი მოწინააღმდეგე, ჰიურემ სულთნის მომხრე. სიკვდილით დასაჯეს იბრაჰიმის ინიციატივით. |
ადან კოჩი | ბეჰრამ-ფაშა | ერთ-ერთი პროვინციის ყოფილი გუბერნატორი, თანამდებობიდან გადააყენა იბრაჰიმმა და ოცნებობდა მასზე შურისძიებას. იყო ისკანდერ ჩელების მომხრე. |
მელიქე იფექ იალოვა | პრინცესა იზაბელა ფორტუნა | კასტილიისა და ლეონის პრინცესა. ყო სულთნის ხარჭა, გახდა ჰიურემის ინტრიგების მსხვერპლი[4]. |
ჯანსუ დერე | ფირუზე ჰუმეირა ხათუნი | სულეიმანის საყვარელი, ჰიურემის მეტოქე. ითვლება, რომ იგი იყო ოსმალეთის იმპერიის მეტოქეების - სეფიანების დინასტის წარმომადგენელი. |
მუჯე უსმანი | არმინა | ბალი-ბეის ცოლი, გარდაიცვალა ყვავილით ქორწინების მეორე დღეს. |
დენიზ ჩაქირი | შაჰ სულთანი | სელიმ I იავუზისა და აიშეს შვილი, სულეიმანის უფროსი და. მეუღლე — ლუთფი-ფაშა, შვილი — ესმაჰან სულთანი. ახალგაზრდობაში უყვარდა იბრაჰიმ-ფაშა. მე-100 ეპიზოდში გაშორდება ფაშას, ხოლო 103-ე ეპიზოდში მიდის თოფქაფის სასახლიდან. |
ეჯემ ჩალიქი | ესმეჰან სულთანი | შაჰ სულთანის შვილი. |
საბინა აირულა ტოზია | აფიფე ხათუნი | სულთან სულეიმანის ძიძა. ჰარემის ხაზენადარი. |
ჰამდი ალქანი | იაჰია ეფენდი | სულეიმანის ძუძუმტე. აფიფე ხათუნის შვილი. |
ოზან გუვენი | რუსტემ-ფაშა | ჰიურემისა და სულეიმანის სიძე. ნიგარ-ქალფას ყოფილი ქმარი. დიდი ვეზირი 1544 წლიდან და მიჰრიმაჰ სულთნის ქმარი 1539 წლიდან. მიჰრიმაჰთან შეეძინა გოგო — აიშე ჰიუმშაჰ სულთანი. |
მურატ შაჰანი | მუსტაფა ფაშა | სულეიმანის მეორე ვეზირი. გარდაიცვალა ნიკრისის ქარისაგან. |
თუნჯელ კურტიზი | მეჰმეთ ებუსუუდ ეფენდი | სტამბოლის ყადი, მოსახლეობა უწოდებდა ხოჯა ეფენდის. |
ორჰან ეშკინი | აჰმედ ჩელები | ებუსუუდ ეფენდის შვილი, მეცნიერი. |
მეჰმეთ ოზგური | ლიუთფი-ფაშა | შაჰ სულთნის ქმარი, აიაზ ფაშას შემდეგ დიდი ვეზირი. |
ელიფ ათაქანი | რუმეისა სულთანი | მუსტაფას ცოლი, უნგრეთის მეფე გაბრიელის და. |
ლურან აჰმეთი | დივანე ჰუსრევ-ფაშა | ოსმალეთის იმპერიის ვეზირი, ჰატიჯეს მესამე ქმარი. |
სერქან ალთუნორაქი | თაშლიჯალი იაჰია ბეი | სამხედრო, პოეტი, მუსტაფას მეგობარი. |
საიგინ სოისალი | მერჯან-აღა | ჰარემის საჭურისი. შაჰ-სულთანის მსახური. |
იბრაჰიმ რაჯი ოქსიუზი | ჰადიმ სულეიმან-ფაშა | დიდი ვეზირი ლუთფი-ფაშას შემდეგ. |
უნალ უთერი | ქირაზ-აღა | ჰარემის საჭურისი. მოგვიანებით სამშობლოში დააბრუნეს ჰიურემის ბრძანებით. |
თოლგა თექინი | ხიზირ-რეისი | კაპიტანი ბარბაროსა, ხიზირ ხაირ ალ-დინ-ფაშა, თურქი მეკობრე, კაპუდან-ფაშა. |
შეფიკა თოლუნი | ზეინებ ხათუნი | ებუ-სუდა-ეფენდის ცოლი და აჰმედ ჩელების დედა. |
გურქან უიგუნი | მიმარ სინანი | არქიტექტორი. |
გამზე დარი | ფიდან-ხათუნი | მუსტაფას ჰარემის მთავარი ქალფა მანისეში. |
სერენაი აქთაში | აიშე-ხათუნი | მუსტაფას ხარჭა, ნარგიზშაჰის დედა. |
მერვე ბოლუგური | ნურბანუ სულთანი | შეჰზადე სელიმის ხარჭა და მისი მომავალი მეუღლე და პირველი დედა-სულთანი „ქალთა სულთანატის“ პერიოდში. |
მელტემ ჯუმბული | ფატმა სულთანი | ოსმალეთის იმპერიის სულთან სელიმ I იავუზის შვილი პირველი ცოლის აიშე ჰაფსა სულთანისაგან, სულეიმანის, ჰატიჯეს, ბეიჰანისა და შაჰი-ჰუბანის და. დიდი ვეზირის ყარა აჰმედ-ფაშას ცოლი. |
ბერაქ თუზუნაჩათი | მიჰრიუნისა-ხათუნი | მუსტაფას ცოლი. ბარბაროსას შვილი. |
სარფ აქაია | ათმაჯა-აღა | მუსტაფას საიდუმლო მცველი. |
ჯანსელ ელჩინი | ქარა აჰმედ-ფაშა | ფატმა სულთანის მეუღლე. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. |
კუბრა კიპი | ჯანფედა-ქალფა | შეჰზადე სელიმის ჰარემის ქალფა. ნურბანუს მსახური. |
ჯავიტ ჩეთინ გულერი | გაზანფერ-აღა | მთავარი აღა და შეჰზადე სელიმის პირადი მცველი. |
იასემინ ალენი | დეფნე სულთანი | ჰურიჯიჰან სულთნის გარდაცვალების შემდეგ შეჰზადე ბაიაზიდის ფავორიტი. ნურბანუს ყოფილი ჯაშუში. შეჰზადე მეჰმედის დედა. 139-ე ეპიზოდში თავს იკლავს და შვილსაც წამლავს სასიკვდილოდ. |
ოზგე გულერი | რანა სულთანი | შეჰზადე ბაიაზიდის ხარჭა. ორჰანის, ოსმანის, აიშეს, აბდულას, მაჰმუდის, მიჰრუმაჰის და ჰატიჯეს დედა. 129-ე ეპიზოდში იპოვიან დახრჩობილს. |
ბერილ ილმაზი | აიშე ჰუმაშაჰ სულთანი | მიჰირმაჰ სულთნის და რუსტემ ფაშას ქალიშვილი (ბავშვობაში). |
კაირა ზაპჩი | აიშე ჰუმაშაჰ სულთანი | მიჰირმაჰ სულთნის და რუსტემ ფაშას ქალიშვილი (მოზარდობაში). |
ილდირიმ ფიკრეთ ურაგი | სოკოლუ მეჰმედ-ფაშა | ოსმალეთის იმპერიის ფლოტის მეთაური ჰიზირ ჰაირედინ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ. |
ამედა აბაზი | ნაზენინ(ვალერია)-ხათუნი | სესილიას(ნურბანუს) ყოფილი მოსამსახურე. სულთან სულეიმანის ხარჭა. რაზიე სულთნის დედა. 114-ე ეპიზოდში ნურბანუსთან ჩხუბის დროს აივნიდან ვარდება. |
ბუქეთ ორჰანი | მელექ-ქალფა | ფატმა სულთნის ქალფა. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Страница сериала на сайте Star TV. www.startv.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2013-06-20.
- ↑ Margaret Rich Greer, Walter Mignolo, Maureen Quilligan. Rereading the Black Legend: the discourses of religious and racial difference in the Renaissance empires., University of Chicago Press, 2007. ISBN 978-0-226-30722-0, p. 41-42
- ↑ Н. А. Иванов, Османское завоевание арабских стран 1516-1574, М. 2001 გვ. 56
- ↑ პრინცესა იზაბელა ფორტუნა, რომელიც ფიგურირებს სერიალში, როგორც კასტილიისა და ლეონის პრინცესა, გამოგონილი პერსონაჟია. ამ პერიოდში პრინცესა მსგავსი სახელით იყო იზაბელა ჰაბსბურგი, კასტილიის მეფე ფილიპე I-ისა და ხუანა I შეშლილის შვილი, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V ჰაბსბურგის და, ასევე ცნობილი იზაბელა კასტილიელის, იზაბელა ავტრიელის და იზაბელა ბურგუნდიელის სახელით, თუმცა ის სულთნის საყვარელი არასოდეს ყოფილა, გარდაიცვალა 1526 წელს.