სელმა ერგეჩი (თურქ. Selma Ergeç; დ. 1 ნოემბერი, 1978, ჰამი, გერმანია) — თურქი-გერმანელი მსახიობი და მოდელი.

სელმა ერგეჩი
Selma Ergeç
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1978 (1978-11-01) (45 წლის)
ჰამი, გერმანია
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
გერმანიის დროშა გერმანია
ეთნიკურად თურქი
განათლება ჰედინგსტონის ოქსფორდის სკოლა
სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1997-დან დღემდე
სიმაღლე 178 სმ
მეუღლე(ები) ჯან ოზი
საიტი სელმა ერგეჩის ოფიციალური ვებ-გვერდი

ბიოგრაფია რედაქტირება

სელმა ერგეჩი დაიბადა 1978 წლის 1 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ჰამში. სელმა 9 წლიდან ვეგეტარიანელია.[1] მამამისი წარმოშობით თურქია, მუშაობდა ექიმად. დედა გერმანელია. 1983 წელს ოჯახი თურქეთში გადავიდა, ჯერ მერსინში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ანკარაში. 1989 წელს ოჯახი ისევ გერმანიაში გადავიდა. 1995 წელს სელმამ ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო საშუალო განათლების დიპლომი. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჰედინგსტონის ოქსფორდის სკოლაში. სტუდენტთა გაცვლის პროგრამის წყალობით 1996-1998 წლებში სწავლობდა საფრანგეთის ქალაქ ლილში. აქედან წამოსვლის შემდეგ, თურქეთში სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. პარალელურად ის სამედიცინი კლინიკაში მუშაობდა სტაჟიორად. სამედიცინო სტაჟირების დამთავრების შემდეგ გადაიღეს სერიალში „ვაშლის ნახევარი“. სამსახიობო ხელოვნების ამაღლების მიზნით 2003 წლიდან ალი უზუნათაგანთან დაიწყო მეცადინეობა. წარმატებას მან თურქულ-ამერიკულ პროექტის „ქსელი 2.0“ გადაღებისას მიოპოვა. სერიალების გადაღებასთან ერთად, იგი სარეკლამო ბრენდ „Selamlique“-ის სარეკლამო მოდელად მუშაობდა.

2011 წლიდან მის სამსახიობო კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. ის მიიწვიეს სერიალში „დიდებული საუკუნე“, ერთ-ერთ მთავარ როლზე. თავისი არჩევანით მას ჰათიჯე სულთანის როლი მისცეს. ეს საუკეთესო როლი იყო მის სატელევიზიო სერიალების კარიერაში[2].

საუბრობს ექვს ენაზე (გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ლათინური, თურქული, იტალიური). 2015 წლის 26 სექტემბერს სელმა ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ჯან ოზს.[3]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი დასახელება როლი შენიშვნა
1997 "ასე უნდა ყოფილიყო?" ("Böyle mi Olacaktı?") მერვე სერიალი
2001-2004 "ვაშლი ნახევარი" ("Yarım Elma") აიჩა სერიალი
2005 "დიდება" ("Şöhret") ნატალი სერიალი
2005 "სრუტის ცეცხლი" ("Körfez Ateşi") ფინარი სერიალი
2006 "ხუთი დრო" ("Beş Vakit") მასწავლებელი ფილმი
2006 The Net 2.0 მიმღები ფილმი
2007 "ნისლი და ღამე" ("Sis ve Gece") მინე ფილმი
2007 "ველური გოგო" ("Hırçın Kız") გულ სერიალი
2007-2009 "ასი" ("Asi") დეფნე ქოზჩუოგლუ სერიალი
2010 "ხმა" ("Ses") დერია ფილმი
2010 "გულის ტკივილი" ("Kalp Ağrısı") აზიზე სერიალი
2011-2013 "დიდებული საუკუნე" ("Muhteşem Yüzyıl") ჰათიჩე სულთანი სერიალი
2013 "შენი ისტორია" ("Senin Hikayen") ესრა ფილმი
2014 "ყირიმელი" ("Kırımlı") მარია კოზეცკი ფილმი
2014-2015 "გულის საქმეები" ("Gönül İşleri") საადეთ სერიალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Selma Ergeç Elle dergisini poz verdi — DHA Doğan Haber Ajansı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-11. ციტირების თარიღი: 2016-01-12.
  2. Внутренний мир Хатидже Султан დაარქივებული 2012-02-01 საიტზე Wayback Machine. , Интервью и фото из декабрьского номера журнала İnStyle.
  3. Can'ıyla evlendi. Selma Ergeç, iki yıldır birlikte olduğu Can Öz’le Almanya’da nikâh masasına oturdu. Milliyet.com.tr