რუმეისა სულთანი
რუმეისა სულთანი ასევე ცნობილია, როგორც რუმეისა ქადინ ეფენდი (დაბ. სახელი თურქ. Nadia Frankos; თურქ. Rumeysa Sultan) — შეჰზადე მუსტაფას მეორე ხარჭა.
რუმეისა სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Rumeysa Sultan |
დაბადების სახელი | ნადია ფრანკოსი |
დაბადების თარიღი |
1516 ბოსნია |
გარდაცვალების თარიღი |
1555 იზმირი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | შეჰზადე მუსტაფა |
შვილ(ებ)ი |
შეჰზადე მეჰმედი შეჰზადე ორჰანი შაჰ სულთანი აიშე სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანადია ფრანკოსი დაიბადა ბოსნიაში ფრანგი მკერავის და ბოსნიელი მხატვრის ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. 12 წლის ასაკში მოხვდა ჰარამხანაში, სადაც შეჰზადე მუსტაფას საყვარელი ხარჭა გახდა. 1547 წელს შეეძინა პირველი ვაჟი შეჰზადე მეჰმედი. შეჰზადე მუსტაფას და მისი შვილის, მეჰმედის სიკვდილით დასჯის შემდეგ მაჰიდევრან სულთანთან ერთად ჯერ ბურსაში[1], ხოლო შემდეგ იზმირში წავიდა, სადაც მისი კეთილშობილობის გამო ქადინ ეფენდის უწოდებდნენ[2].
ოჯახი
რედაქტირებარუმეისას და მუსტაფას შეეძინათ 4 შვილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sakaoğlu, Necdet, Süleyman, Hurrem ve Diğerleri: Bir Dönemin Gerçek Hikayesi. — გვ. 27.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Meraklısına: Şehzade Mustafa’nın Karısı – Cariyesi Dilefruz- Rümeysa Sultan Kimdir?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2014-10-03.
- ↑ Yılmaz Öztuna, Kanuni Sultan Süleyman, Babıali Kültür Yayınları, 2006. — გვ. 174-189.