ჰალიტ ერგენჩი (თურქ. Halit Ergenç, დ. 30 აპრილი,1970 სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი.

ბიოგრაფია რედაქტირება

 

ჰალიტ ერგენჩი დაიბადა 1970 წლის 30 აპრილს სტამბოლში, ცნობილი მსახიობის, საით ერგენჩის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში, გემთმშენებლობის ფაკულტეტზე გააგრძელა. მეორე კურსზე იყო, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტშიც ჩააბარა. პარალელურად ოპერატორადაც მუშაობდა. ის არა მარტო მსახიობი, არამედ მუსიკოსიც არის – დამთავრებული აქვს კონსერვატორია. გარკვეული პერიოდი ჰალიტი ვოკალისტი და მოცეკვავე იყო. როგორც მოცეკვავე, მონაწილეობდა თურქულ ტელეპროექტში „ცეკვა უფროსებისათვის“.

1996 წელს ჰალიტი თეატრ „დორმენში“ მიიწვიეს, სადაც მთავარი როლი შეასრულა მიუზიკლში „მეფე და მე“. ამას მოჰყვა სერიალი „შავი ანგელოზი“. 2005 წელსთურქმა რეჟისორმა ჩაგან ირმაკმა მსახიობი გადაიღო დრამაში „მამაჩემი და ჩემი ვაჟი“. 2006 წელს ითამაშა სერიალში „1001 ღამე“ სადაც შეასრულა მთავარი როლი, ხოლო 2011 წელს სერიალ „დიდებული საუკუნის“ მთავარი გმირი გახდა. „1001 ღამის“ გადაღებისას შეჰერეზადას როლის შემსრულებელი ბერგიუზარ ქორელი შეუყვარდა და მის გამო თვენახვერის ფეხმძიმე ცოლი, გიზემ სოისალდი მიატოვა (გიზემ მოგვიანებით აბორტი გაიკეთა).

2009 წელს სტამბოლის ერთ–ერთ სასტუმროში ჰალიტ ერგენჩმა და ბერგიუზარ ქორელმა ქორწილი გადაიხადეს. მათ ვაჟი შეეძინათ. ჰალიტ ერგენჩი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია და ქვეყნის ხუთ ყველაზე ლამაზ მამაკაცს შორის არის დასახელებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება