გიურბეი ილერი
გიურბეი ილერი (თურქ. Gürbey İleri) — თურქი მსახიობი, ისტორიულ სერიალ „დიდებული საუკუნის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი.
გიურბეი ილერი Gürbey İleri | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 თებერვალი, 1988 სტამბოლი, თურქეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2007 – დღემდე |
სიმაღლე | 185 სმ |
დაიბადა 1988 წლის 13 თებერვალს, სტამბოლში. სკოლის დასრულების შემდეგ ტელე-ეკრანებზეც გამოჩნდა. შემდეგ დაამთავრა სამსახიობი ფაკულტეტი ბეიქენთის უნივერსიტეტში. 2012 წელს მიიწვიეს სერიალ „დიდებულ საუკუნეში“. სწორედ ამ როლმა მოუტანა მას დიდი პოპულარობა. იგი ამ სერიალის მე-3 სეზონში თამაშობს შეჰზადე მეჰმედის როლს. მეჰმედი კვდება 103-ე სერიაში მოწამვლის შედეგად.
„დიდებული საუკუნის“ შემდეგ გიურბეიმ ითამაშა სერიალ „დღე, როცა დაიწერა ჩემი ბედისწერა“-ში და ამ სერიალში ქერიმის როლი შეასრულა.