თოლგა სარითაში
(გადამისამართდა გვერდიდან თოლგა სარიტაში)
თოლგა სარითაში (თურქ. Tolga saritaş) — თურქი მსახიობი. ისტორიულ სერიალ „დიდებული საუკუნის“ ერთ-ერთი ვარსკვლავი.
თოლგა სარითაში Tolga saritaş | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 იანვარი, 1991 სტამბოლი, თურქეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2009 – დღემდე |
სიმაღლე | 181 სმ |
დაიბადა 1991 წლის 1 იანვარს. 2009 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, თეატრის მსახიობი გახდა, თუმცა ცოტა ხანში ის უკვე ტელე-ეკრანებზეც გამოჩნდა. მან რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა. 2013 წელს მიიწვიეს სერიალ „დიდებულ საუკუნეში“. მას ამ სერიალმა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. იგი თამაშობს შეჰზადე ჯიჰანგირის როლს. მის პერსონაჟს აქვს კუზი, ამიტომ არც ტახტის მემკვიდრედ მოიაზრება. ჯიჰანგირი კვდება 125 სერიაში, ძმა მუსტაფაზე დარდით.
„დიდებული საუკუნის“ შემდეგ თოლგა ძალზე პოპულარული გახდა და რამდენიმე როლზე მიიწვიეს. ის ერთ-ერთ სერიალზე დღესაც მუშაობს და ამ სერიალში ალის როლს ასრულებს.