ჰატიჯე სულთანი (დ. 1496 — გ. 1538) — ოსმალეთის იმპერატორ სელიმ I იავუზის და აიშე ჰაფსა სულთანის შვილი. სულეიმან I დიდებულის და და სელიმ II-ის მამიდა. სახელი დაარქვეს წინასწარმეტყველის პირველი ცოლის პატივსაცემად.

ჰატიჯე სულთანი
მშობლიური სახელი خدیجه سلطان
დაბადების სახელი ჰატიჯე
დაბადების თარიღი 1496
ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1538
კონსტანტინოპოლი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ისკანდერ-ფაშა,
იბრაჰიმ-ფაშა
შვილ(ებ)ი ჰურიჯიჰან სულთანი, ოსმანი
მშობლები მამა: სელიმ I
დედა: აიშე ჰაფსა სულთანი

1518 წელს გათხოვდა ისკანდერ-ფაშაზე, რომელიც ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა. ჰატიჯე დაბრუნდა და ცხოვრობდა დედასთან ერთად, 1520 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში თოფქაფის სასახლეში. 1524 წელს ცოლად გაჰყვა დიდ ვეზირ იბრაჰიმ-ფაშას. ქორწილი 15 დღე გაგრძელდა. ჰატიჯეს და იბრაჰიმს შეეძინათ სამი შვილი, პირველი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. 1536 წელს იბრაჰიმ-ფაშა სულთნის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. 1538 წელს თავადაც გარდაიცვალა. უცნობია სად და როგორ ცხოვრობდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 2 წლის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

.