ნებაჰათ ჩეჰრე
ნებაჰათ ჩეჰრე (თურქ. Nebahat Çehre, დ. 15 მარტი, 1944, სამსუნი, თურქეთი) — თურქი კინო და ტელემსახიობი.
ნებაჰათ ჩეჰრე | |
---|---|
დაბადების სახელი | ნებაჰათ ჩეჰრე |
დაბადების თარიღი |
15 მარტი, 1944 სამსუნი, თურქეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1962-დღემდე |
სიმაღლე | 165 სმ |
მეუღლე(ები) | ილმაზ გიუნეი |
მშობლები |
მამა: იზეთ ჩეჰრე დედა: მუზეინ ჩეჰრე |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამის მხრიდან, ნებაჰათ ჩეჰრეს ქართული ფესვები აქვს[1]. დაიბადა 1944 წელს აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში. მამა გარდაეცვალა 5 წლის ასაკში და დედასთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1960 წელს, 15 წლის ასაკში მიიღო „მის თურქეთის“ ტიტული.
გადაღებულია უამრავ სერიალში და ფილმში. სერიალში „დიდებულ საუკუნეში“ თამაშობს ვალიდე-სულთნის აიშე ჰაფსა სულთანის როლს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ NEBAHAT ÇEHRE: ÇİZGİLERİ ONA ÇOK YAKIŞIYO დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. . 13.07.2008