ასიე ნურ ფეთაჰოღლუ ვეზიროღლუ (თურქ. Asiye Nur Fettahoğlu Veziroğlu; დ. 12 ნოემბერი 1980) — წარმოშობით გერმანელი თურქი მსახიობი[1]. დროებითი ქორწინების დროს ცნობილი იყო, როგორც "ნურ აისანი", მაგრამ განქორწინების შემდეგ დაიბრუნა თავისი დაბადების სახელი.

ნურ ფეთაჰოღლუ
დაბადების სახელი ასიე ნურ ფეთაჰოღლუ ვეზიროღლუ
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1980 (1980-11-12) (44 წლის)
დუისბურგი, გერმანია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2007 — დღემდე
სიმაღლე 169 სმ
მშობლები მამა: სინან ფეთაჰოღლუ
დედა: ფატმა ფეთაჰოღლუ
საიტი nurfettahoglu.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნურ ფეთაჰოღლუ დაიბადა 1980 წლის 12 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დუისბურგში. ნური ფატმა და სინან ფეთაჰოღლუების მეოთხე შვილია.

დაამთავრა სტამბოლის ბეშითქაშის ლიცეუმი. სწავლობდა ჰალიჩის უნივერსიტეტში ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნური მუშაობდა ბანკში და "ბირჟის ახალი ამბების" ტელეწამყვანად Sky Türk-ზე[2].

შეძენილი პოპულარობის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ცნობილ სერიალში "აკრძალული სიყვარული", სადაც ფეიქერის როლს ასრულებდა. მოგვიანებით გადაიღეს ფილმში "ხეობის მგლები:პალესტინა". 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სერიალ დიდებულ საუკუნეში მაჰიდევრან სულთნის როლს ასრულებდა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 გოინიულ სალინჯაღი Gönül Salıncağı აილინ არისოი
2007 როგორი მამა ვარ მე Benden Baba Olmaz თიულაი ჯენქი
2008 აკრძალული სიყვარული Aşk-ı Memnu ფეიქერ იორეოღლუ
2011 მგლების ხეობა:პალესტინა Kurtlar Vadisi: Filistin სიმონა
2011-2014 დიდებული საუკუნე Muhteşem Yüzyıl მაჰიდევრან სულთანი
2011 მოლარე Gişe Memuru კადინი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BOŞANMA DÖNEMİNDE İNCİNDİM
  2. Biography of Fettahoğlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2014-09-27.