ჰადიმ სულეიმან-ფაშა
ჰადიმ სულეიმან-ფაშა (ოსმ. خادم سلیمان پاشا, თურქ. Hadım Süleyman Paşa; 1467 — სექტემბერი 1547) — ოსმალეთის იმპერიის 34-ე დიდი ვეზირი 1541-1544 წლებში, სულთან სულეიმან I-ის დროს.
ჰადიმ სულეიმან-ფაშა | |
---|---|
Hadım Süleyman Paşa | |
ოსმალეთის 34-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | აპრილი, 1541 |
მმართ. დასასრული: | 28 ნოემბერი, 1544 |
წინამორბედი: | ლიუთფი-ფაშა |
მემკვიდრე: | რუსტემ-ფაშა |
სულთანი: | სულეიმან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1467 |
გარდ. თარიღი: | 1547 |
გარდ. ადგილი: | მალკარა, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
დაიბადა 1467 წელს. ბავშვობაში გაყიდეს სულთნის სასახლეში, სადაც სწავლობდა ენდერუნეში. სავარაუდოდ უნგრული წარმოშობისაა[1]. ისტორიაში ცნობილია ვეზირი-საჭურისის სახელით (თურქ. Hadım — საჭურისი).
1524 წელს დანიშნეს დამასკოს ბეილერბეიდ. 1525 წელს აჰმედ-ფაშას აჯანყების შემდეგ იბრაჰიმ-ფაშამ დანიშნა ეგვიპტის ბეილერბეიდ. ამ თანამდებობაზე დარჩა 10 წლის განმავლობაში. 1539 წელს სულეიმან-ფაშა გამოიძახეს დედაქალაქში და დანიშნეს ვეზირად, ხოლო 1541 წელს ლიუთფი-ფაშას გადაყენების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა. 1544 წელს სულეიმან-ფაშასა და ხუსრევ-ფაშას შორის დივანის სხდომაზე მოხდა შეკამათება სულთან სულეიმან I-ის თვალწინ. შედეგად ორივემ დატოვა თანამდებობა. ხუსრევ-ფაშამ შიმშილობა გამოაცხადა და 17 დღეში გარდაიცვალა, ხოლო სულეიმან ფაშა გაიგზავნა მალკარაში. გარდაიცვალა იქვე 1547 წელს 80 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Danişmend, İsmail Hâmi Osmanlı Devlet Erkânı. — İstanbul: Türkiye, 1961.
- Mehmed Süreyya (haz. Nuri Akbayar) Sicill-i Osmani. — İstanbul: Tarih Vakfı Yurt Yayınları, 1996. — Т. 1II. — С. 78-79. — ISBN 975-333-0383
- Aslan, Adnan Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi. Süleyman Paşa (Hadım). — İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş., 1999. — Т. 2. — С. 567-668. — ISBN 975-08-0072-9
- Kerr, R. ve F.A.Eden Particular relation of the expedition of Solayman Pasha from Suez to India against the portuguese at Diu. — Edinburg, 1972.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Aslan, Adnan Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi. Süleyman Paşa (Hadım). — İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş., 1999. — Т. 2. — С. 567-668. — ISBN 975-08-0072-9