აიას მეჰმედ-ფაშა
აიას მეჰმედ-ფაშა (დ. 1483, ვლორა, ალბანეთი — გ. 13 ივლისი, 1539, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1536-1539 წლებში. წარმოშობით ალბანელია, დაიბადა ქალაქ ვლორაში. აიას ფაშას მამა წარმოშობით ჩრდილოეთ ალბანეთის ქალაქ შკოდერიდან იყო, დედა კი - სამხრეთ ალბანეთის ქალაქ ვლორადან.
აიას მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Ayas Mehmed Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 მარტი, 1536 |
მმართ. დასასრული: | 13 ივლისი, 1539 |
წინამორბედი: | იბრაჰიმ-ფაშა პარგელი |
მემკვიდრე: | ლიუთფი-ფაშა |
სულთანი: | სულეიმან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1483 |
დაბ. ადგილი: | ვლორა, ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 1539 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
დაქორწინებული იყო სულეიმან I-ის დაზე, ბეიჰან სულთანზე. დიდი ვეზირი გახდა პარგელი იბრაჰიმ-ფაშას სიკვდილით დასჯის შემდეგ, 1536 წელს. მანამდე იყო 1-ლი ვეზირი. თუმცა, 1537 წელს, ვენეციის ლაშქრობის დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომის გამო დაიმსახურა სულთნის რისხვა, მაგრამ სულეიმანმა დის ხათრით არც გადააყენა და არც სიკვდილით დასაჯა (მას ბეიჰანის პირველი ქმარი სიკვდილით ჰყავდა დასჯილი). მიუხედავად იმისა, რომ გადაურჩა სულთნის რისხვას, 1539 წელს ვერ გადაურჩა სტამბოლში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიას და სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა 13 ივლისს. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ლიუთფი-ფაშა.
ლიტერატურა
რედაქტირება- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971, p. 15.