ბეიჰან სულთანი
ბეიჰან სულთანი (თურქ. Beyhan Sultan; დ. 1497 — გ. 1559) — ოსმალეთის იმპერიის სულთან სელიმ I-ის და მისი პირველი ცოლის აიშე ჰაფსა სულთნის ქალიშვილი. სულთან სულეიმანის და. სელიმ II-ის მამიდა.
ბეიჰან სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Beyhan Sultan |
დაბადების სახელი | ბეიჰან სულთანი |
დაბადების თარიღი |
1497 ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1559 ამასია, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) |
ფერჰათ-ფაშა აიას მეჰმედ-ფაშა |
შვილ(ებ)ი |
ოსმანი გევერჰანი რაფია |
მშობლები |
მამა: სელიმ I დედა: აიშე ჰაფსა სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1515 წელს ბეიჰან სულთანი დაქორწინდა ფერჰათ-ფაშაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მესამე დიდი ვეზირი იყო, შემდეგ კი სმედერევოს გუბერნატორი. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ვაჟი — სულთანზადე ორჰანი. 1524 წელს სულთან სულეიმანის ბრძანებით ფერჰათ-ფაშა სიკვდილით დასაჯეს. 1536 წელს ბეიჰანი მეორედ დაქორწინდა აიას მეჰმედ-ფაშაზე,რომელმაც იბრაჰიმ ფაშას გარდაცვალების შემდეგ მიიღო დიდი ვეზირის პოსტი. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ორი ქალიშვილი — გევერჰან სულთანი და რაფიე სულთანი. 1539 წელს აიას მეჰმედ-ფაშა გარდაიცვალა შავი ჭირით[1] და ბეიჰან სულთანი ისევ დაქვრივდა.
გარდაცვალება
რედაქტირებაბეიჰან სულთანი გარდაიცვალა 1559 წელს თავისსავე სასახლეში.