ბურაქ ოზჩივითი

(გადამისამართდა გვერდიდან ბურაქ ოზჯივითი)

ბურაქ ოზჩივითი (თურქ. Burak Özçivit; დ. 24 დეკემბერი, 1984, სტამბოლი) — თურქი მსახიობი და ყოფილი მოდელი.

ბურაქ ოზჩივითი
Burak Özçivit
დაბადების თარიღი 24 დეკემბერი, 1984 (1984-12-24) (40 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2003-დან დღემდე
სიმაღლე 1,84 სმ
წონა 76 კგ
მეუღლე(ები) ფაჰრიე ევჯენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბურაქ ოზჩივითმა 2001 წელს დაამთავრა კაზემ იშმენის საშუალო სკოლა და სწავლა მარმარას უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო. 2003 წელს იგი თურქეთის საუკეთესო მოდელად დაასახელეს. კონკურსის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო სააგენტოსთან Uğurkan Erez. სამუშაოს დაწყების შემდეგ მოდელირება შეაჩერა. 2005 წელს კვლავ დაბრუნდა თურქეთის საუკეთესო მოდელის კონკურსში და დასახელდა საუკეთესოდ. შედეგად, იგი შეუერთდა მსოფლიოს საუკეთესო მოდელებს და დაასახელდა მეორე საუკეთესო მოდელად მსოფლიოში. პირველი სამსახიობო გამოცდილება სერიალში მინუს 18 მიიღო, სადაც კომისარი მურათის როლი შეასრულა. 2007 წლის ნოემბერში მან ითამაშა ფილმში „Musallat“, რომელიც გამოვიდა თეატრებში. 2008 წლის ზაფხულში ითამაშა პერსონაჟი გვენი სერიალში „Baba Ocağı“. მოგვიანებით, შეასრულა ჩეთინის როლი სერიალ „პატარა საიდუმლოებებში“. 2011-2013 წლებში ითამაშა სერიალ დიდებულ საუკუნეში, სადაც მალქუჩოღლუ ბალი ბეის როლი შეასრულა, ამავე წელს (2013) შეასრულა ქამრანის როლი სერიალ „ნარჩიტაში“, სერიალში თამაშისას ერთმანეთი შეუყვარდათ ბურაქსა და ფაჰრიე ევჯენს, 2017 წელს კი იქორწინეს. მისი მომდევნო სერიალი იყო შავი სიყვარული, სადაც ქემალის როლი შეასრულა, გადაღებები 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება