ფაჰრიე ევჯენი (თურქ. Fahriye Evcen; დ. 4 ივნისი, 1986, სოლინგენი, გერმანია) — თურქი მსახიობი და მოდელი.

ფაჰრიე ევჯენი
Fahriye Evcen
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1986 (1986-06-04) (38 წლის)
ზოლინგენი, გერმანია
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2005-დან დღემდე
სიმაღლე 1,69 სმ
წონა 59 კგ
მეუღლე(ები) ბურაქ ოზჯივითი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი დაიბადა გერმანიაში, სოლენგენში, დედის მხრიდან ის ჩერქეზია, ხოლო მამის ოჯახი თურქეთის ემიგრანტები არიან საბერძნეთიდან, ქავალადან. ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ის თურქეთში შვებულებაში იმყოფებოდა, მან მონაწილეობა მიიღო ოია აიდოღანის პროგრამაში, რომელმაც ფაჰრიე პროდიუსერ იბრაჰიმ მერთოღლუს გააცნო. სანამ ის სწავლობდა სოციოლოგიას დიზელდორფის ჰაინრიხ-ჰაინის უნივერსიტეტში, მან მიიღო შეთავაზება, სერიალზე მსახიობად ეთამაშა, ფაჰრიე დათანხმდა სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო როლი იყო სერიალ Yaprak Dökümü- ს პერსონაჟი ნეკლასი. მისი პირველი კინემატო დებიუტი იყო ფილმ Cennet- თან ერთად, რომელიც გამოვიდა 2008 წელს, და ამავე წელს იგი წამყვან როლში გადაიღეს ფილმში Aşk Tutulması. რადგან ფაჰრიემ ვერ დაასრულა სწავლა გერმანიაში, იგი ჩაირიცხა ბოჟაზიჩის უნივერსიტეტში და სწავლობდა ისტორიას. მან მოგვიანებით ითამაშა პერსონაჟი ფერიდე სერიალ Çalıkuşu-ში. მოგვიანებით მსახიობობა მონაწილეობა მიიღო ფილმში Aşk Sana Benzer. 2017 წელს კი ელენე კარადმას როლი შეასრულა ერთ ერთ სერიალში ენგინ აქიურექთან ერთად. ასევე ნათამაშები აქვს ფილმში - Sonsuz Aşk.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება