ფირი მეჰმედ-ფაშა (თურქ. Pîrî Mehmed Paşa; გ. 1533, სილივრი) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1518-1523 წლებში.

ფირი მეჰმედ-ფაშა
Pîrî Mehmed Paşa

ფირი მეჰმედ-ფაშას მინიატურა
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 25 იანვარი, 1518
მმართ. დასასრული: 27 ივნისი, 1523
წინამორბედი: დევშირმე იუნუს-ფაშა
მემკვიდრე: პარგელი იბრაჰიმ-ფაშა
სულთანი: სელიმ I, სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1533
გარდ. ადგილი: სილივრი
რელიგია: ისლამი

დაიბადა მედრესეს ხელმძღვანელის ოჯახში. მისი დაბადების ადგილი ცნობილი არააა, ისტორიკოსები ვარაუდობენ რომ იგი დაიბადა ამასიაში ან აქსარაიში. განათლება მიიღო ამასიის მედერესეში. 1508 წელ დანიშნეს ანატოლიის ხაზინადარად.

მონაწილეობდა ჩალდირანის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დიდი ვეზირი დუკაკინზადე აჰმედ-ფაშა დაადანაშაულეს გამცემლობაში და სიკვდილით დასაჯეს. გარდა ამისა, თანამდებობიდან გადააყენეს მესამე ვეზირი მუსტაფა-ფაშა, მისი ადგილი დაიკავა ფირი მეჰმედ-ფაშამ. 1516 წელს მეხუთედ და საბოლოოდ გადააყენეს თანამებობიდან ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა, მისი ადგილი დაიკავა ჰადიმ სინან-ფაშამ, ხოლო ფირი მეფმედ-ფაშა მეორე ვეზირი გახდა. დიდი ვეზირის თანამდებობაზე დანიშნეს 1518 წელს. სულთან სელიმ I-ის გარდაცვალების შემდეგაც დარჩა აღნიშნულ თანამდებობაზე. 1523 წელს სულთანმა სულეიმან I-მა პენსიაზე გაუშვა.

ფირი მეჰმედ-ფაშა დასახლდა სილივრიში, სადაც გარდაიცვალა 1533 წელს, დაკრძალულია თავისი ხარჯებით აგებულ მეჩეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Danışmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Buz, Ayhan (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Yılmaz, Mehmed, "Mehmed Paşa (Piri)", (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.164 ISBN:975-08-0072-9