იასემინ კაი ალენი (თურქ. Yasemin Kay Allen; დ. 10 ივლისი 1989, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი და თურქი მსახიობი.[5]

იასემინ ალენი
მშობლიური სახელი Yasemin Allen
დაბადების სახელი Yasemin Kay Allen[1]
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1989 (1989-07-10) (35 წლის)
ლონდონი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ეროვნება თურქეთის დროშა თურქეთი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2008-დან დღემდე
სიმაღლე 175 სმ
პარტნიორ(ებ)ი ონურ თუნა[2],არმაღან ოღუზი[3]
მშობლები დედა: სუნა ილდიზოღლუ[4]
საიტი yasemin-kay-allen.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

იასემინ ალენი დაიბადა 1989 წლის 10 ივლისს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის დუდლი ალენის და ბრიტანელი (მოგვიანებით ბრიტანელ-თურქი) მსახიობის და მომღერლის სუნა ილდიზოღლუს ქალიშვილი.[6][7] მას ჰყავს ძმა სახელად ქაანი.[7][8] მისი ოჯახი გადმოვიდა თურქეთში, როდესაც იგი სამი თვის იყო.[7] დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ალენი დედასთან ერთად ავსტრალიაში გადავიდა.[9] იქ დადიოდა კინოს, ტელევიზიის, დრამის და იაპონურის კურსებზე.[7] მან მოიპოვა ავსტრალიის წამყვანი უნივერსიტეტის ქუინსლენდის უნივერსიტეტის სტიპენდია.[9] თვრამეტი წლის ასაკში დაბრუნდა უკან თურქეთში.[7] შემდეგ დაამთავრა მუჟდათ გეზენის კონსერვატორია თეატრალური ხელოვნების ხარისხით.[10]

ალენს ურთიერთობა ჰქონდა Hayat Devam Ediyor სერიალის მოთამაშესთან ონურ თუნასთან, სერიალის გადაღების დროს. მაგრამ მალე ერთმანეთს დაშორდნენ. 2015 წლიდან ურთიერთობაშია არმაღან ოღუზთან.[11]

იასემინ ალენი L'Oréal კონკურსის ფინალისტი იყო.[9] ამავე წელს მთავარი როლი ითამაშა თურქულ ტელესერიალში Elif (ელიფი).[8] 2010 წელს მან შეასრულა ელენას როლი სერიალ Kavak Yelleri და ჯულიეტას როლი სხვა სერიალში Yerden Yüksek. 2011 წელს შეასრულა ფელინ აქჩას როლი სერიალში Hayat Devam Ediyor. 2013 წელს შეასრულა ირმაქ თუნალის როლი სერიალ „Merhamet“-ში. ამავე წელს გამოჩნდა სავაჭრო საიტის N11.com რეკლამაში.[9]

2013 წელს, იასემინ ალენმა თურქ მომღერალ ოზჯან დენიზთან ერთად, ითამაშა ოზჯანის სადებიუტო ფილმში Su ve Ateş (წყალი და ცეცხლი), სადაც შეასრულა მთავარი იაღმურ ეფეს როლი.[12] მას შემდეგ ითამაშა დეფნე სულთანის (ფათმა ჰასეკი სულთანი) როლი, თურქულ დრამატულ სერიალში დიდებული საუკუნე (Muhteşem Yüzyıl).[13] იმავე წელს მან ითამაშა სიბელის როლი ტელესერიალ Şeref Meselesi, ხოლო 21-ე ეპიზოდში მისი როლის ქალი დახვრიტეს და ამით დასრულდა მისი როლი ამ სერიალში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ფილმები
წელი ფილმი როლი შენიშვნა
2013 Su ve Ateş (წყალი და ცეცხლი) იაღმურ ეფე მთავარი როლი
სერიალები
წელი სერიალი როლი შენიშვნა
2008 Elif (ელიფი) ელიფ დოღანი 15 სერია
2010 Kavak Yelleri ელენა ბანდერენკო/ქარაქუში 3 სერია
2010–11 Yerden Yüksek (მიწიდან მაღლა) ჯულიეტა/ჯიუჯიუ 37 სერია
2011–12 Hayat Devam Ediyor (ცხოვრება გრძელდება) ფელინ აქჩა 42 სერია
2013–14 Merhamet (შეცყალება) ირმაქ თუნალი 44 სერია
2014 Muhteşem Yüzyıl (დიდებული საუკუნე) დეფნე სულთანი/ლუიზა 11 სერია
მის თურქეთი 2014 თავისთავი თავისთავი
2014–2015 Şeref Meselesi (ღირსების საქმე) სიბელი 21 სერია

ჯილდოები

რედაქტირება
წელი ჯილდო კატეგორია ნამუშევარი შედეგი
2014 ინტერნეტ მედიის წლის ჯილდო წლის საუკეთესო სატელევიზიო ვარსკვლავი მოგებული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yasemin Kay Allen'dan samimi açıklamalar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-07. ციტირების თარიღი: 2016-09-26.
  2. Meğer Onur Tuna Romeo değilmiş
  3. Yasemin Allen ve sevgilisi Armağan Oğuz'dan ayrılmadık pozu
  4. Suna Yıldızoğlu Yasemin Allen'ı anlattı
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 2016-09-26.
  6. Ünlü anneler ve kızları. Milliyet. ციტირების თარიღი: 3 August 2014.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Maro, Asu. (28 April 2013) Ben de sahiplenmeyi severim ama Irmak nevrotik. Milliyet. ციტირების თარიღი: 3 August 2014.
  8. 8.0 8.1 Ana-kız Karşılıklı Rol Kesiyor. Yeni Aktüel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 3 August 2014.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 „Yasemin Kay Allen kimdir?“. Bugün. 19 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 3 August 2014.
  10. Yasemin Allen – ICON. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 3 August 2014.
  11. Yasemin Allen sevgilisiyle objektiflere yakalandı
  12. Durgun, Aydil (23 November 2013). „Sevgiliyi oynayacaksam arada samimiyet olmalı“. Milliyet. ციტირების თარიღი: 3 August 2014.
  13. „Yasemin Allen, Muhteşem Yüzyıl'da“. Akşam. 26 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 3 August 2014.