მერიემ უზერლი
მერიემ საჰრა უზერლი (თურქ. Meryem Sahra Uzerli; გერმ. Meriem Sahra Userli; დ. 12 აგვისტო, 1983)[1] — თურქ-გერმანელი მსახიობი და მოდელი.[2] მამამისი ჰუსეინი თურქია, ხოლო დედა — ურსულა გერმანელი.[2] მას ჰყავს ორი უფროსი ძმა და ერთი და ქანანი, რომელიც არის ჯაზ-მუსიკოსი. სამსახიობო განათლება მიიღო ფრეზეს დრამატულ სტუდიაში ქალაქ ჰამბურგში. აღსანიშნავია თურქულ საპნის ოპერის სერიალში „დიდებულ საუკუნე“-ში შესრულებული ჰიურმ სულთნის როლი, რისთვისაც მან ჯილდო „ოქროს პეპელა“ მიიღო კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი 2012 წელს.
მერიემ უზერლი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 აგვისტო, 1983 კასელი, გერმანია |
ეროვნება | თურქი, გერმანელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2002 - დღემდე |
სიმაღლე | 173 სმ |
შვილ(ებ)ი | ლარა უზერლი |
საიტი | www.meryem.me |
2013 წელს მან დატოვა სერიალი ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მისი როლი კი აიღო ვაჰიდე პერჩინმა. თურქეთის დატოვების შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ის დაშორდა შეყვარებულს ჯან ათეშს და აღნიშნა, რომ ის ორსულად იყო მისგან. 2014 წლის 10 თებერვალს უზერლიმ გააჩინა გოგონა ლარა უზერლი.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Meryem Uzerli - Sinema Turk
- ↑ 2.0 2.1 "Onu ancak ölüm durdurur" (თურქული)
- ↑ Meryem Uzerli has given birth to a baby girl. ციტირების თარიღი: 12 February 2014.