ფატმა სულთანი (სელიმ I-ის ქალიშვილი)

ფატმა სულთანი (დ. 1500 — გ. 1570) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის სელიმ I-ის და აიშე ჰაფსა სულთნის ქალიშვილი.[1] სულთან სულეიმანის, ჰატიჯე სულთნის, ბეიჰან სულთნის და შაჰ სულთნის და. სელიმ II-ს მამიდა. დაქორწინებული იყო დიდ ვეზირზე ქარა აჰმედ-ფაშაზე.

ფატმა სულთანი
მშობლიური სახელი Fatma Sultan
დაბადების სახელი ფატმა სულთანი
დაბადების თარიღი 1500
ტრაპიზონი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1570
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მუსტაფა-ფაშა
ქარა აჰმედ-ფაშა
ჰადიმ იბრაჰიმ-ფაშა
შვილ(ებ)ი აიშე ნესლიშაჰ სულთანი
მშობლები მამა: სელიმ I
დედა: აიშე ჰაფსა სულთანი

ბიოგრაფია რედაქტირება

ფატმა სულთანი დაქორწინებული იყო ქარა აჰმედ-ფაშაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი იყო 1553 წლიდან 1555 წლამდე. ფატმას ჰყავდა ქალიშვილი აიშე ნესლიშაჰ სულთანი, რომელიც სავარაუდოდ ქარა აჰმედ-ფაშაგან შეეძინა. 1555 წელს ქარა აჰემდ-ფაშა სულეიმან დიდებულის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ფატმა სულთანს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ იანიჩარები. ფატმა სულთანი დაკრძალულია ქმრის გვერდით ქარა აჰმედ-ფაშას სახელობის მეჩეთში. მის პატივსაცემად არქიტექტორმა მიმარ სინანმა 1575 წლეს მეჩეთი ააშენა. გარკვეული დროის განმავლობაში მეჩეთი განადგურდა, მაგრამ 1971 წელს იგი აღადგინეს.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Yavuz Sultan Selim. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2013-04-21.
  2. Fatma Sultan Camii ve Gümüşhaneli Dergâhı — istanbul üniversites