ჯანსუ დერე
ჯანსუ დერე (თურქ. Cansu Dere; დ. 14 ოქტომბერი, 1980, ანკარა, თურქეთი) — თურქი მოდელი, მსახიობი და წამყვანი.
ჯანსუ დერე Cansu Dere | |
---|---|
მშობლიური სახელი | Cansu Dere |
დაბადების თარიღი |
14 ოქტომბერი, 1980 ანკარა, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
ალმა-მატერი | სტამბოლის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მოდელი, მსახიობი, წამყვანი |
აქტიური | 2004-დან დღემდე |
სიმაღლე | 180 სმ |
საიტი | cansudere.org |
წარმატებული მოდელი მსახიობად დროებით მუშაობდა. საბერძნეთიდან გადმოსახლებული ოჯახის შვილი, ცნობილია თავისი როლით სერიალში „სილა“.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯანსუ დერე დაიბადა 1980 წლის 14 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. დაწყებითი და საშუალო განათლება ქალაქ იზმირში მიიღო. 2000 წელს, Kanal D-ზე Miss Turkey-ის მე-3 ადგილი დაიკავა და გახდა პროფესიონალი მოდელი. მოდელობისთვის დატოვა სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა. მონაწილეობა მიიღო ისეთი დიზაინერების დეფილეებზე, როგორიცაა ჰაქან ილდირიმი, ჯენგიზ აბაზოღლუ, იუმით იუნალი, ევრიმ თიმური, არზუ კაპროლი, ბაჰარ ქორჩანი და დილექ ჰანიფი. 2002 და 2003 წლებში, პარიზში სხვადასხვა ცნობილ ფოტოგრაფებთან ერთად მუშაობდა.
კარიერა
რედაქტირება2000 წელს, პირველი ნაბიჯი გადადგა წამყვანის პროფესიაში, როდესაც Kanal D მუშაობა დაიწყო წამყვანათ. 2004 წელს, Show TV-ზე თურქეთის ვარსკვლავების წამყვანი გახდა, ხოლო შემდეგ NTV-ს Life Style Moda-ის წამყვანი გახდა.
პირველად სერიალში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც რეჟისორ ჰილალ სარალის ფილმში „Metro Palas“-ში ითამაშა ნაზანის როლი. შემდეგ, თურქან დერიას ფილმში „Alacakaranlık“ შეასრულა ირმაქის როლი. 2005 წელს, ჯანსუ ზეინეფ გიუნაი თანის ფილმში მონაწილეობასთან ერთად, ჩაღან ირმაქის ფილმში „კოშმარების სახლშიც“ ესმას როლი შეასრულა.[1] 2006-2008 წლებში, მთავარი როლი შეასრულა სერიალ სილაში, მეჰმეთ აქიფ ალაქურთან ერთად. სილას როლით, ჯანსუ დერემ პოპულარობა მოიპოვა. 2009 წელს, ჰალიტ ერგენჩის, სონგიულ იოდენისა და ეზგი ასაროღლუსთან ერთად, ერთ-ერთ ფილმში ოიას როლი შეასრულა.[2]
ბოლოს, ფირუზეს როლი შეასრულა, პოპულარულ თურქულ სერიალში „დიდებული საუკუნე“.[3] 2016-2017 წლებში, Star TV-ის სერიალ „დედა“-ში მთავარ როლს ასრულებდა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმი | |||
---|---|---|---|
წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
2006 | Kabuslar Evi: Takip (კოშმარების სახლი: დევნა) | ესმა | დამხმარე პერსონაჟი |
2007 | Son Osmanlı Yandım Ali (ბოლო ოსმალელი) | დეფნე | მთავარი როლი |
2009 | Acı Aşk (მწარე სიყვარული) | ოია | მთავარი როლი |
2009 | Casus Kızlar (შპიონი გოგოები) | ალექსი | გახმოვანება |
2010 | Yahşi Batı (აღმოსავლეთი) | მარი ლოუ | მთავარი როლი |
2011 | El Yazısı (ხელნაწერი) | ზეინეფი | მთავარი როლი |
2011 | Behzat Ç. Seni Kalbime Gömdüm (ბეჰზათ ჩ.) | სონგიული | მთავარი როლი |
სერიალი | |||
წელი | სახელი | როლი | შენიშვნა |
2004 | Metro Palas (მეტრო პალასი) | ნაზანი | მთავარი როლი |
2005 | Alacakaranlık (ბინდი) | ირმაქ ბოზოღლუ | დამხმარე პერსონაჟი |
2005 | Avrupa Yakası (ევროპის მხარე) | - | მოწვეული |
2005 | Güz Yangını (შემოდგომის ხანძარი) | ჯეილანი | მთავარი როლი |
2006-2008 | Sıla (სილა) | სილა | მთავარი როლი |
2009-2011 | Ezel (ეზელი) | ეიშან ათაი | მთავარი როლი |
2010 | Altın Kızlar (ოქროს გოგოები) | ჯეილანი | მოწვეული |
2012 - 2013 | დიდებული საუკუნე | ფირუზე - ჰიუმეირა | დამხმარე პერსონაჟი |
2016 - 2017 | დედა | ზეინეფ გიუნეში | მთავარი როლი |