ჰასეკი სულთანი
ჰასეკი სულთანი (ოსმ. خاصکي السلطان او خاسكي السلطان[1]) — ოსმალეთის სულთნის მეუღლის ან ხარჭის იმპერიული ტიტული. დროის ადრეული პერიოდისთვის გამოიყენება ეს წოდება, ჰასეკი სულთანი. მისი მნიშვნელობაა „მთავარი მეუღლე“ ან „ერთი საყვარელი“ სულთანი. შემდგომ პერიოდში, მნიშვნელოვნად იწყება წოდების სახეცვლილება და იქცევა უფრო ზოგად ცნებად, როგორიცაა „იმპერიული მეუღლე“.[2] ჰიურემ სულთანი, იყო სულეიმან დიდებულის მთავარი მეუღლე, რომელიც იყო ამ სათაურის პირველი მფლობელი.[3]
ჰასეკი სულთანი გამოიყენებოდა მხოლოდ მე-16, მე-17 საუკუნეში. ამის შემდეგ, ქადინ ეფენდი გახდა უმაღლესი ხარისხის იმპერიეული წოდება სულთნის ცოლებისთვის.
ვადა
რედაქტირებასიტყვა haseki (خسكي-خاصکي-خاسكي) მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს „ატრიბუტი რაღაც ექსკლუზიურად“.[4]
სულთანი (سلطان) ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა, რაც ნიშნავს, „ორგანოს“ ან „სამფლობელოს“. მე-16 საუკუნის დასაწყისიდან, ამ სათაურს ატარებენ.
ცნობილი ჰასეკი სულთნები
რედაქტირებაჰასეკი ჰიურემ სულთანი (1502/04 - 1558) — ჰიურემი, პირველი ჰასეკი სულთანი, სულეიმან I-ის მეუღლე. იგი იყო პირველი ჰასეკი, პირველი მონა, რომელმაც 1-ზე მეტი შვილი გაუჩინა სულთანს, რადგან ეს მაშინ არ შეიძლებოდა. იგი იყო პირველი მონა, რომელიც სულთანმა ცოლად შეირთო და წესი დაარღვია. ჰიურემს 5 შვილი ეყოლა: შეჰზადე მეჰმედი, მიჰრიმაჰ სულთანი, სელიმ II , შეჰზადე ბაიაზიდი, შეჰზადე ჯიჰანგირი. მისი შვილი — სელიმი ტახტის მფლობელი გახდა მაგრამ ჰიურემი ამას ვერ მოესწრო და ვერ მიიღო ვალიდეს ტიტული.
ჰასეკი აფიფე ნურბანუ ვალიდე სულთანი (1524 - 1583) — ნურბანუ, სელიმ II-ს მეუღლე. მისმა მეუღლემაც მამას მიბაძა და ნურბანუ ცოლად შეირთო, მანაც 1-ზე მეტი შვილი გააჩინა. მას და სელიმს ეყოლათ 4 შვილი: ესმაჰან სულთანი, გევერჰან სულთანი, შაჰ სულთანი, მურად III. მურადის მმართველობისას იყო ვალიდე სულთანი.
ჰასეკი მაჰფეიქერ ქიოსემ ვალიდე სულთანი (1590 - 1651) — ქიოსემი, აჰმედ I-ის მეუღლე. მანაც წინამორბედი სულთნების მსგავსად შეირთო ცოლად ქიოსემი და ეყოლათ 9 შვილი: შეჰზადე მეჰმედი, აიშე სულთანი, ფატმა სულთანი, გევერჰან სულთანი, ჰანზადე სულთანი, მურად IV, შეჰზადე ქასიმი, შეჰზადე სულეიმანი, იბრაჰიმ I. მურადის, იბრაჰიმის და ასევე მისი შვილიშვილის — მეჰმედ IV-ს მმართველობის დროს იყო ვალიდე სულთანი.
ჰასეკი სულთნების სია
რედაქტირებაფოტო | სახელი | დაბადების სახელი | წარმოშობა | ტიტულის დაკარგვა | გარდაცვალება | მეუღლე |
---|---|---|---|---|---|---|
ჰიურემ სულთანი خُرَّم سلطان |
ალექსანდრა ლაროსა ან
ანასტასია |
რუტენიელი მღვდლის შვილი | 15 აპრილი 1558 | სულეიმან I დიდებული | ||
ნურბანუ სულთანი نور بانو سلطان |
სესილია ვენიერ - ბაფო | ვენეციელი | 15 დეკემბერი 1574 მეუღლის გარდაცვალება |
7 დეკემბერი 1583 | ||
საფიე სულთანი صفیه سلطان |
სოფია ბაფო | ვენეციელი ან ალბანელი | 15 იანვარი 1595 მეუღლის გარდაცვალება |
10 ნოემბერი 1618 | ||
მაჰფეიქერ ქიოსემ სულთანი قسّم سلطان |
ანასტასია (ნასია) | ბერძენი, კუნძული ტინოსის მღვდლის შვილი | 22 ნოემბერი 1617 მეუღლის გარდაცვალება |
2 სექტემბერი 1651 | ||
აიშე სულთანი عایشه سلطان |
უცნობია | 10 მაისი 1622 | 1640 | |||
აიშე სულთანი
عایشه سلطان |
უცნობია | 8 თებერვალი1640
|
1680 | |||
თურჰან ჰატიჯე სულთანი | ნადეჟდა რომანოვა | რუტენიელი | 12 აგვისტო1648 მეუღლის გარდაცვალება |
5 ივლისი1683 | ||
ჰატიჯე მუაზეზ სულთანი | ევა | ებრაელი | 12 აგვისტო1648 მეუღლის გარდაცვალება |
1687 | ||
სალიჰა დილაშუბ სულთანი | კატარინა | სერბი | 12 აგვისტო1648 მეუღლის გარდაცვალება |
4 დეკემბერი1689 | ||
ჰუმაშაჰ სულთანი ھما شاہ سلطان |
ჩერქეზი | 12 აგვისტო1648 მეუღლის გარდაცვალება | ||||
აიშე სულთანი | აიშე | ყირიმელი თათარი | 12 აგვისტო1648 მეუღლის გარდაცვალება | |||
ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი | ევგენია ვორია | ბერძენი | 8 ნოემბერი1687
|
6 ნოემბერი1715 | ||
რაბია სულთანი | 6 თებერვალი 1695
|
14 იანვარი 1712 | აჰმედ II |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bianchi, Thomas Xavier (1831) Vocabulaire français-turc à l'usage des interprètes: des commerçans, des navigateurs, et autres voyageurs dans le Levant. Paris: Éverat, გვ. 830. ციტირების თარიღი: November 24, 2014.
- ↑ Peirce (1993) p.107
- ↑ Peirce (1993) p.91
- ↑ Davis (1986)