ჰატიჯე მუაზეზ სულთანი
ჰატიჯე მუაზეზ სულთანი (თურქ. Hatice Muazzez Sultan[2]) — ოსმალეთის მე-18 სულთნის, იბრაჰიმ I-ის მესამე ცოლი. ჰასეკი სულთანი. სულთნა აჰმედ II-ის დედა.[3].
ჰატიჯე მუაზეზ სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Hatice Muazzez Sultan |
დაბადების სახელი | ევა |
დაბადების თარიღი |
1628 პოლონეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1687 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
დაკრძალულია | სულეიმანიე |
საქმიანობა | ჰასეკი სულთანი [1] |
მეუღლე(ები) | იბრაჰიმ I |
შვილ(ებ)ი | აჰმედ II |
ბიოგრაფია
რედაქტირებამისი დაბადების სახელი უცნობია. ჰატიჯე იბრაჰიმ I-ის 8 ჰასეკი სულთნისაგან ერთ-ერთი და უფლისწული აჰმედის ( შემდგომში აჰმედ II)დედა იყო. იბრაჰიმის მმართველობის პერიოდში დღეში 1000 აქჩეს იღებდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ,იბრაჰიმის ჰარამხანის სხვა ქალების მსგავსად,ჰატიჯე მუაზეზი ძველ სასახლეში გააძევეს.
1687 წელს ძველი სასახლის ახლოს დიდი ხანძარი გაჩნდა. იმავე საღამოს ცეცხლი მთელ სასახლეს მოედო და 5 სააათის განმავლობაში შეუჩერებლად ვრცელდებობა. სასახლის მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მოსამსახურეებმა გადაარჩინეს. მუაზეზი იმდენად შეაშინა ცეცხლმა,რომ მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ცხედარი უსქუდარში წაიღეს და იქვე დამარხეს.
ჰატიჯეს პირადი ძვირფასი ნივთები დაუყოვნებლიც სამეფო ხაზინაში გადაიტანეს . სულეიმან II-მ ჰატიჯეს სამკაულები მის სამ ხარჭას: ბეჰზად ქადინს, სულუნ ქადინს და შეჰსუვარ ქადინს გადასცა. 1691 წელს ტახტზე ჰატიჯეს შვილი,აჰმედი, ავიდა. მან სულეიმანის ხარჭებს კვლავ წაართვა ძვირფასეულობა და სამეფო ხაზინაში დააბრუნა.
ჰატიჯე მუაზეზი ვერ გახდა დედა სულთანი,რადგან გარდაიცვალა შვილის ტახტზე ასვლამდე 4 წლით ადრე[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- Peirce, Leslie P., The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire, Oxford University Press, 1993, ISBN 0-19-508677-5 (paperback).
- Yavuz Bahadıroğlu, Resimli Osmanlı Tarihi, Nesil Yayınları (Ottoman History with Illustrations, Nesil Publications), 15th Ed., 2009, ISBN 978-975-269-299-2 (Hardcover).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Consorts Of Ottoman Sultans (in Turkish), according to more recent investigations, proclaims her name as Hatice (Khadija) Mu’azzez İkinci Haseki Sultân. Ottoman Web Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
- ↑ Yavuz Bahadıroğlu, Resimli Osmanlı Tarihi, Nesil Yayınları (Ottoman History with Illustrations, Nesil Publications), 15th Ed., 2009, page 307, ISBN 978-975-269-299-2
- ↑ Ottoman Research Foundation (in Turkish); reveals the results of recent ivestigations and announces her name as "Hatice (Khadija) Mu’azzez Haseki". Ottoman Sultans Web Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 2010-12-17.
- ↑ Sultan Ahmed II Khan. Republic of Turkey Ministry of Culture and Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 2010-12-17.