საფიე სულთანი
საფიე სულთანი — ოსმალეთის იმპერიის სულთნის მურად III-ის ხარჭა და სულთან მეჰმედ III-ის დედა, ვალიდე-სულთანი, იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა.
საფიე სულთანი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | Safiye Valide Sultan Aliyyetü'ş-şân Hazretleri |
დაბადების სახელი | სოფია ბაფო (?) |
დაბადების თარიღი | დაახლ. 1550 |
გარდაცვალების თარიღი |
10 ნოემბერი, 1619 ედირნე, ოსმალეთის იმპერია |
დაკრძალულია | აია-სოფია |
ეროვნება | ალბანელი ან ვენეციელი |
რელიგია | ქრისტიანობა მოგვიანებით მიიღო ისლამი |
მეუღლე(ები) | მურად III |
შვილ(ებ)ი | მეჰმედ III, აიშე სულთანი, ფატმა სულთანი |
ბიოგრაფიარედაქტირება
სარწმუნო მონაცემები საფიე სულთნის შესახებ არ არსებობს. წყაროები მიუთითებენ მის ვენეციურ ან ალბანურ წარმომავლობაზე. ვენეციური წარმომავლობის ვერსიის მიხედვით მამამისი იყო კუნძულ კორფუს გუბერნატორი, ხოლო სულთნის ნამდვილი სახელია სოფია ბაფო. ამ ვერსიის მიხედვით დასაშვებია საფიე ყოფილიყო მურად III-ის დედის, ნურბანუ სულთნის ნათესავი. მეორე ვერსიის თანახმად იგი ალბანური წარმომავლობისაა სოფელ რეზიდან და მისი სახელია მელექე.
1560-იან წლებში გოგონა ტყვედ ჩავარდა და გაყიდეს ჰარემში, სადაც მიიღო სახელწოდება საფიე - „სუფთა“. ჰარემში იგი უფლისწულ მურადის რჩეული გახდა, თუმცა მურადს ოფიციალურ მეუღლედ არ უღიარებია საფიე, მამისა და პაპისაგან განსხვავებით. საფიეს გავლენა გაიზარდა ნურბანუ სულთნის გარდაცვალების შემდეგ. ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში და გავლენა ჰქონდა მეუღლეზე.
საფიეს შვილების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. მურად III-ის ტახტზე ასვლის პერიოდში მას ჰყავდა ორი გოგონა (აიშე და ფატმა) და ორი ბიჭი (მეჰმედი და მაჰმუდი). 1581 წელს დაიღუპა მაჰმუდი.
1595 წელს მურად III გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა საფიეს შვილმა მეჰმედ III-მ. საფიეს როგორც ვალიდე სულთანს გააჩნდა უდიდესი ძალაუფლება. მისი რჩეული ჰასეკი იყო ჰანდან სულთანი, შვილის სულთან მეჰმედ lll-ს მეუღლე და ოსმალეთის იმპერიის მომავალი ვალიდე სულთანი. სასახლის ინტრიგებს მისი დავალებით კურირებდა ებრაული წარმოშობის მსახური ესპერანეტა მალაჰი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საფიეზე და მოქმედებდა მისი სახელით[1]. როცა ტახტზე ავიდა საფიე სულთნის შვილიშვილი აჰმედ l იგი გაძევებული იქნა ძველ სასახლეში ჰანდან სულთნის მიერ, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Lamdan, Ruth (2007). „Jewish Women as Providers in the Generations Following the Expulsion from Spain“. Nashim: A Journal of Jewish Women's Studies & Gender Issues (ინგლისური) (13): 58. doi:10.1353/nsh.2007.0010.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება)