თურჰან ჰატიჯე სულთანი

თურჰან ჰატიჯე სულთანი (თურქ. Turhan Hatice; დ. 1627 — გ. 5 ივლისი, 1683) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის იბრაჰიმ I-ის ცოლი და მეჰმედ IV-ის დედა.

თურჰან ჰატიჯე სულთანი
მშობლიური სახელი Turhan Hatice
დაბადების სახელი ნადია
დაბადების თარიღი 1627
რუტენია, დღევანდელი უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი 1683
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა ვალიდე სულთანი
რელიგია ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) იბრაჰიმ I
შვილ(ებ)ი მეჰმედ IV
ბეიჰან სულთანი
შეჰზადე აჰმედი
გევერჰან სულთანი

წარმოშობა

რედაქტირება
 
მისი მეუღლე - იბრაჰიმ I

ჰატიჯე თურჰან სულთანი დაიბადა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. მისი ნამდვილი სახელი ნადია იყო. თათრების ერთ-ერთი შემოსევის დროს ნადია გაიტაცეს და მონად გაყიდეს. 12 წლის ასაკში ნადია ოსმალეთის იმპერიის სულთნის, იბრაჰიმის დედამ, ქიოსემ სულთანმა შვილს აჩუქა, როგორც ჰარამხანას ხარჭა. 1642 წლის 2 იანვარს ნადიას 15 წლის ასაკში, როდესაც უკვე თურქული სახელი თურჰანი ერქვა შეეძინა ვაჟი, მომავალი სულთანი მეჰმედ IV. როდესაც მეჰმედი 6 წლის იყო იბრაჰიმ I იანიჩრებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს.

დაპირისპირება ქიოსემ სულთანთან

რედაქტირება

ოსმალეთის იმპერიის სათავეში აღმოჩნდა თურჰანის და იბრაჰიმის ერთადერთი შვილი - მეჰმედი. იმისთვის, რომ თურჰანს მეჰმედი ემართა უნდა მიეღო ტიტული ვალიდე. მაგრამ თავისი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის გამო თურჰანი ვერ გახდა ვალიდე სულთანი, ხოლო მისი ადგილი დაიკავა სულთნის ბებიამ - ქიოსემ სულთანმა.

ვალიდეს ტიტულის აღდგენასთან ერთად კიოსემმა მიიღო პატარა სულთნის რეგენტის ტიტულიც. მაგრამ თურჰანი ძალიან პატივმოყვარე ქალი იყო, იმისთვის, რომ არ დაეკარგა ასეთი მაღალი ტიტული უბრძოლველად. ძალაუფლების მოსაპოვებლად კიოსემი გეგმავდა მეჰმედის ჩამოგდებას და მისი სხვა შვილიშვილით შეცვლას. თურჰანმა გაიგო ქიოსემის გეგმების შესახებ. 1651 წელს ქიოსემ სულთანი მოკლეს. მის სიკვდილს ხშირად აბრალებენ თურჰანს. მისი კონკურენტის გარდაცვალების შემდეგ თურჰან სულთანი გახდა ვალიდე სულთანი. ის ხელმძღვანელობდა უზარმაზარ ოსმალეთის იმპერიას სანამ მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდებოდა. სწორედ მისი ინიციატივით დიდი ვეზირი გახდა ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა, რითაც დიდი ეპოქა დაიწყო.

მშენებლობები

რედაქტირება

თურჰანის პირველი პროექტი დაიწყო 1658 წელს. ვენეციელების მუქარის საპასუხოთ მან დარდანელის სიახლოვეს ააშენა ორი ციხესიმაგრე. ერთი - ევროპის მხარეს, ხოლო მეორე აზიის მხარეს (რომლებიც დღემდეა შემორჩენილი). ამ პროექტმა თურჰანი იმავე საფეხურზე დააყენა, როგორც მეჰმედი და სხვა სულთნები, რომლებმაც იმავე რაიონში ააშენეს ციხესიმაგრეები. თუმცა თურჰანმა ყველაზე დიდი აღიარება იმით მოიპოვა, რომ დაასრულა კონსტანტინოპოლში ახალი მეჩეთის მშენებლობა. ამ მეჩეთის მშენებლობა დაიწყო საფიე სულთანმა, რომელმაც მშენებლობისთვის აირჩია სტამბოლის ის უბანი, სადაც ყველაზე ნაკლები მუსლიმი ცხოვრობდა, ამით მას სურდა გაევრცელებინა ისლამი ქალაქის ამ ნაწილში. მეჩეთის მშენებლობა განახლდა 1657 წელს. თუმცა საფიე სულთნის ვაჟის, მეჰმედ III-ის გარდაცვალების შემდეგ მეჩეთის მშენებლობა შეწყდა. მეჩეთმა მიიღო მეორე შანსი, მას შემდეგ რაც თურჰანმა გადაწყვიტა დაესრულებინა ის რაც დაიწყო საფიემ. 1665 წელს კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. მასში არა მხოლოდ მეჩეთი, არამედ სკოლა, საზოგადოებრივი აბანოები, ბაზარი და საწყობი შედიოდა. ამ მეჩეთმა მიიღო იმპერიის პირველი მეჩეთის სახელი, რომელიც ქალმა ააშენა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ვალიდე თურჰან ჰატიჯე სულთანი გარდაიცვალა 1683 წლის 5 ივლისს. ის დაკრძალეს საკუთარ მავზოლეუმში ახალ მეჩეთში.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

თურჰან ჰატიჯე სულთანი ქალთა სულთანატის უკანასკნელ წარმომადგენელად ითვლება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Leslie P. Peirce, The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire (Oxford: Oxford University Press 1993).
  • Lucienne Thys-Senocak, Ottoman Women Builders (Aldershot: Ashgate 2006).