უკრაინელები

(გადამისამართდა გვერდიდან უკრაინელი)

უკრაინელები (უკრ. Українці) — ხალხი, უკრაინის ძირითადი მოსახლენი (37,42 მლნ). რუსეთის ფედერაციაში 4362,8 ათ., ყაზახეთში 896,2 ათ., მოლდოვაში 600,3 ათ., ბელარუსში 291 ათ., უზბეკეთში 153,2 ათ., ყირგიზეთში 108 ათ., ლატვიაში 92,1 ათ.; კანადაში 530 ათ., აშშ-ში 500 ათ., პოლონეთში 300 ათ., არგენტინაში 100 ათ.. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის შუაევროპულ შტოს. იყოფიან ეთნიკურ ჯგუფებად - ლიტვინები, პოლეშჩუკები, გუცულები, ბოიკები, ლემკები.

  • სახელები: უკრაინულად - Українці; რუსულად - украинцы; ფრანგულად - Ukrainiens.
  • საერთო რაოდენობა: 46 მლნ.
  • ენა: უკრაინული, ფართოდაა გავრცელებული რუსული.
  • მორწმუნეები: მართლმადიდებლები, ნაწილი - უნიატები.
უკრაინელები ეროვნულ ტანისამოსში, გიორგი ნარბუტი (1907)

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება