ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი

ემეთულაჰ რაბია გიულნუშ ვალიდე სულთანი (დ. 1642 — გ. 6 ნოემბერი, 1715[1]) — ოსმალეთის სულთნის, მეჰმედ IV-ის ცოლი. სულთან მუსტაფა II-ის და აჰმედ III-ის დედა. ვალიდე სულთანი

ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი
მშობლიური სახელი Emetullah Râbia Gülnuş Valide Sultan
დაბადების სახელი ევგენია ვორია
დაბადების თარიღი 1642
კრეტა, ვენეციის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი 1715
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მეჰმედ IV
შვილ(ებ)ი მუსტაფა II
აჰმედ III

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემეთულაჰ სულთანი დაიბადა 1642 წელს კუნძულ კრეტაზე. მისი დაბადების სახელი ევგენია ვორია (თურქ. Eugenia Voria) იყო. მისი უფროსი შვილის ტახტზე ასვლის შემდეგ გახდა ვალიდე სულთანი. მუსტაფა II-ის შემდეგ ტახტზე ემეთულაჰის სხვა შვილი, აჰმედ III ავიდა. ემეთულაჰმა ვალიდე სულთნის წოდება 20 წელი შეინარჩუნა.

ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი გარდაიცვალა 1715 წლის 6 ნოემბერს. დაკრძალულია იენი ვალიდეს კომპლექსში, უსქუდარში.

  1. E.J. Brill’s First Encyclopaedia of Islam, 1913—1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987