აჰმედ III (ოსმ. آحمد ثالث [Âhmed-i sâlis], თურქ. Üçüncü Ahmet; დ. 30 დეკემბერი 1673 — გ. 1 ივნისი 1736) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი (22 აგვისტო 17031 ოქტომბერი 1730). სულთან მეჰმედ IV-ისა და ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთნის შვილი. მუსტაფა II-ის ძმა. ტახტზე ავიდა მისი დამხობის შემდეგ.

აჰმედ III
Âhmed-i sâlis
ოსმალეთის 23-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1703
მმართ. დასასრული: 1730
წინამორბედი: მუსტაფა II
მემკვიდრე: მაჰმუდ I
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: სულთნის დივანი
(1703—1706)
დამატი იბრაჰიმ-ფაშა
(1718—1730)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 დეკემბერი 1673
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1 ივნისი 1736
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ემინე მიჰრიშაჰ სულთანი, რაბია შერმი სულთანი
შვილები: მუსტაფა III, აბდულჰამიდ I
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ IV
დედა: ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

1710 წელს, შვედეთის მეფის რჩევით განაახლა ომი რუსეთთან. ოსმალეთის არმიასთან ერთად, იბრძოდა შვედეთის არმიაც. ოსმალეთისა და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა პრუტის ბრძოლაში, რის შემდეგაც დაიდო პრუტის საზავო ხელშეკრულება, ამ მარცხისდა გამო, რუსეთი იძულებული გახდა ოსმალეთისთვის აზოვი დაეთმო.

1714 წელს დაიწყო ომი ვენეციასთან, 1716 წელს — ავსტრიასთან. 1715 წელს ოსმალეთის არმიამ სილაჰდარ დამატი ალი-ფაშას მეთაურობით, მორეა დაიბრუნა. 1716 წელს არმია განადგურდა ავსტრიასთან პეტროვადინის ბრძოლაში. ბრძოლის შემდეგ ცოტა ხანში ავსტრიელებმა ტიმიშოარა დაიკავეს. 1717 წელს აიღეს ბელგრადი და ოსმალეთი იძულებული გახდა, ზავი ეთხოვა. ამის შემდეგ გაფორმდა პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები, რითაც ავსტრიასთან და ვენეციასთან ომი დასრულდა.

ამის შემდეგ, ოსმალეთში მშვიდობა დამყარდა და დაიწყო ტიტების ეპოქა. 1718-1730 წლები ოსმალეთში სწორედ ამ სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში, ოსმალეთში სრული სიმშვიდე სუფევდა, არ იყო აჯანყებები და ქვეყანა არ ომობდა სხვა რომელიმე ქვეყანასთან. ამასთან ერთად, სწორად ამ ეპოქაში დაიწყო იმპერიის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა.

აჰმედ III მშვიდად მართავდა ქვეყანას ტიტების ეპოქის პერიოდში, თუმცა 1730 წელს ოსმალეთში კიდევ ერთმა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულები აპროტესტებდნენ იმპერიის სულთნისა და ვეზირების უმოქმედობას მათ სამფლობელოში შემოჭრილ სპარსულ ჯარზე. აჯანყების მოთავე იყო პატრონა ჰალილა. იანიჩრებმა ტახტიდან ჩამოაგდეს აჰმედი და მის მაგივრად აიყვანეს მისი ძმის, მუსტაფა II-ის შვილი, მაჰმუდ I.

აჰმედ III გარდაიცვალა 1736 წელს, 63 წლის ასაკში, სტამბოლში.

აჰმედ III ერთ–ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი მქონე ოსმალეთის სულთანია.

ცოლები და ხარჭები

რედაქტირება
  • ემეთულაჰ ბანუ ქადინეფენდი
  • ემინე მიჰრიშაჰ სულთანი
  • რაბია შერმი სულთანი
  • იუმიუ გიულსიუმ ქადინეფენდი
  • ჰატემ ქადინეფენდი
  • ჰიუსნიშაჰ ქადინეფენდი
  • ჰატიჯე ქადინეფენდი
  • ზეინეფ ქადინეფენდი
  • შაჰინ ქადინეფენდი
  • შაიესთე ქადინეფენდი
  • აიშე ბეჰრი ქადინეფენდი
  • ჰიურემ ქადინეფენდი
  • მუსლი ქადინეფენდი
  • გულშენ ქადინეფენდი
  • მეილი ქადინეფენდი
  • რუქიე ქადინეფენდი
  • ნაზიფე ქადინეფენდი
  • ნეჟათ ქადინეფენდი
  • სადიქ ქადინეფენდი
  • ჰანიფე ქადინეფენდი.
  • შეჰზადე მეჰმედი (1697–1703)
  • შეჰზადე იბრაჰიმი (1704 დაახლ. 1720)
  • შეჰზადე მეჰმედი (1705–1706)
  • შეჰზადე მურადი (1706–1708)
  • შეჰზადე ისა (1706–1706), ჰიურემ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე ალი (1706–1706)
  • შეჰზადე სელიმი (1707–1708)
  • შეჰზადე მურადი (დაიბადა 1707)
  • შეჰზადე მურადი (1708–1708)
  • შეჰზადე აბდულმეჯიდი (1709–1710), შეჰზადე აბდულმელიქის ტყუპის ცალი.
  • შეჰზადე აბდულმელიქი (1709–1711), შეჰზადე აბდულმეჯიდის ტყუპის ცალი
  • შეჰზადე მუსტაფა (დაიბადა 1710)
  • შეჰზადე სულთან სულეიმანი (1710–1732), ემინე მიჰრიშაჰ სულთნისგან
  • შეჰზადე მეჰმედი (1712–1713), ჰიურემ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე სელიმი (1712–1715)
  • შეჰზადე მაჰმუდი (1713–1756)
  • შეჰზადე სელიმი (1715–1718), ჰატემ ქადინეფენდისგან; სალიჰა სულთნის ტყუპის ცალი
  • სახელი უცნობია (დაიბადა 1715)
  • შეჰზადე სულთან მეჰმედი (1717 – მოკლეს 22 დეკემბერი, 1756), ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ 1754–1756 წლებში
  • მუსტაფა III (1717–1774), ემინე მიჰრიშაჰ სულთნისგან
  • შეჰზადე სულთან ბაიაზიდი (1718–1771), ემინე მიჰრიშაჰ სულთნისგან; ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ 1757 წლიდან
  • შეჰზადე ჰასანი
  • შეჰზადე სელიმი (დაიბადა 1718)
  • სახელი უცნობია (1719–1719)
  • შეჰზადე აბდულა (1719–1719), ჰიურემ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე იბრაჰიმი (1721–1721)
  • შეჰზადე მურადი (დაიბადა და გარდაიცვალა 1721)
  • სახელი უცნობია (დაიბადა 1722)
  • შეჰზადე ორჰანი (დაიბადა 1722), ჰიურემ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე სულთან ნუმანი (1723–1764), ითვლებოდა ტახტის მეორე მემკვიდრედ 1757 წლიდან
  • შეჰზადე აბდულმეჯიდი (1723–1774)
  • აბდულჰამიდ I (1725–1789), რაბია შერმი სულთნისგან
  • შეჰზადე სეიფედინი (1728–1732)
  • შეჰზადე აჰმედი (1728–1728)

ქალიშვილები

რედაქტირება
  • ფატმა სულთანი (1704–1733), ემეთულაჰ ბანუ ქადინეფენდისგან; დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1709 წელს სილაჰდარ დამად ალი ფაშაზე,

მეორედ 1717 წელს ნევშეჰირლი დამად იბრაჰიმ ფაშაზე.

  • აიშე სულთანი (1705–1706)
  • ჰატიჯე სულთანი (1706–1708), რუქიე ქადინეფენდისგან
  • რუქიე სულთანი (1707–1708)
  • ზეინეფ სულთანი (1708–1708), ემინე მიჰრიშაჰ სულთნისგან; იუმიუ გიულსიუმ სულთნის ტყუპის ცალი
  • იუმიუ გიულსიუმ სულთანი (1708–1733), ემინე მიჰრიშაჰ სულთნისგან; ზეინეფ სულთნის ტყუპის ცალი; დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1708 წელს აბდურაჰმან ფაშაზე,

მეორედ 1724 წელს გენჩ ალი ფაშაზე.

  • ზეინეფ სულთანი (1710–1710)
  • ჰატიჯე სულთანი (დაიბადა 1710)
  • ჰატიჯე სულთანი (1710–1738), დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1724 წელს დამად ალი ფაშაზე,

მეორედ დამად ჰალილ აღაზე.

  • ათიქე სულთანი (1612–1637), დაქორწინდა 1724 წელს დამად მეჰმედ ფაშაზე
  • რუქიე სულთანი (1712–1714)
  • ზეინეფ სულთანი (1714–1774), დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1727 წელს დამად მუსტაფა ფაშაზე,

მეორედ 1765 წელს დამად მელექ მეჰმედ ფაშაზე

  • სალიჰა სულთანი (1715–1778), ჰატემ ქადინეფენდისგან; შეჰზადე სელიმის ტყუპის ცალი; დაქორწინებული იყო ხუთჯერ:

პირველად 1728 წელს დამად სარი მუსტაფა ფაშაზე,

მეორედ დამად ალი ფაშაზე,

მესამედ 1744 წელს დამად იაჰია ფაშაზე,

მეოთხედ 1757 წელს ქოჯა რაგიფ მეჰმედ ფაშაზე

მეხუთედ დამად მეჰმედ ფაშაზე

  • აიშე სულთანი (1715–1775), ემინე მუშალი ქადინეფენდისგან; დაქორწინებული იყო სამჯერ:

პირველად დამად მეჰმედ ფაშაზე,

მეორედ 1744 წელს აჰმედ რათიფ ფაშაზე,

მესამედ მეჰმედ ფაშაზე.

  • ფერდანე სულთანი (დაიბადა 1718)
  • იუმიუ სელიმიე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1718)
  • იუმიუ სელიმიე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1719)
  • ნაზიფე სულთანი (1719–1721)
  • რაბია სულთანი (1719–1721)
  • ჰატიჯე სულთანი (1719–1738), დაქორწინდა 1734 წელს, დამად ჰაფიზ აჰმედ ფაშაზე
  • რეიჰან სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1719)
  • ემეთულაჰ სულთანი (1719–1720)
  • ბეიჰან სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1720)
  • ემინე სულთანი (1720–1723)
  • რუქიე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1720)
  • ნაილე სულთანი (1722–1726)
  • რაბია სულთანი (1722–1729)
  • ემეთულაჰ სულთანი (1723–1724)
  • იუმიუ სელიმიე სულთანი (1725–1732)
  • მუსთარ სულთანი (1725–1764)
  • ესმა სულთანი (1726–1788), ზეინეფ ქადინეფენდისგან; დაქორწინებული იყო სამჯერ:

პირველად დამად იაქუფ ფაშაზე,

მეორედ 1744 წელს დამად პირ მუსტაფა ფაშაზე,

მესამედ დამად მეჰმედ ფაშაზე

  • საბიჰა სულთანი (1726–1726)
  • რაბია სულთანი (1727–1728)
  • ზუბეიდე სულთანი (1728–1756), ჰატემ ქადინეფენდისგან; დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად 1748 წელს დამად სულეიმან ფაშაზე,

მეორედ 1749 წელს დამად ნუმან ფაშაზე

  • ჰაბიბე სულთანი (1729–1730)
  • აქილე სულთანი (1730–1737).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება