ქოჯა რაგიპ-ფაშა
ქოჯა მეჰმედ რაგიპ-ფაშა (თურქ. Koca Mehmed Ragıp Paşa; დ. 1698, სტამბოლი — გ. 8 აპრილი, 1763, იქვე), ასევე ცნობილია პოეტის სახელით — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1757–1763 წლებში, ოსმან III-ისა და მუსტაფა III-ის მმართველობის პერიოდში.
ქოჯა მეჰმედ რაგიპ-ფაშა | |
---|---|
Koca Mehmed Ragıp Paşa | |
ოსმალეთის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 იანვარი, 1757 |
მმართ. დასასრული: | 8 აპრილი, 1763 |
წინამორბედი: | ჩორლულუ ქოსე ბაჰირ მუსტაფა-ფაშა |
მემკვიდრე: | თევქი ჰამზა ჰამიდ-ფაშა |
მონარქი: |
ოსმან III მუსტაფა III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1698 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 აპრილი, 1763 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | სალიჰა სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
დაიბადა 1698 წელს, სტამბოლში. ის იყო ძალიან ნიჭიერი დიპლომატი, ამიტომ მალევე მიიქცია ოსმალეთის მაღალი პირების ყურადღება. 1739 წელს სწორედ მან მოაწერა ხელი ბელგრადის საზავო ხელშეკრულებას.
1744 წელს მაჰმუდ I-მა დანიშნა ეგვიპტის მმართველად. მეჰმედ-ფაშა ამ თანამდებობაზე 1448 წლამდე დარჩა.
1757 წლის 12 იანვარს ოსმან III-მ დანიშნა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად. დაახლოებით ორ კვირაში ქოჯა რაგიპ-ფაშა დაქორწინდა აჰმედ III-ის ქალიშვილ სალიჰა სულთანზე. მათ ამ ქორწინებიდან შვილი არ შესძენიათ.
30 ოქტომბერს სულთან ოსმანი გარდაიცვალა და მის ნაცვლად ტახტი მუსტაფა III-მ დაიკავა. მუსტაფა და ქოჯა რაგიპ-ფაშა ერთმანეთის ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ.
ქოჯა რაგიპ-ფაშას მმართველობა ოსმალეთის იმპერიის სტაგნაციის პერიოდში მოუხდა. მაგრამ მან მაინც მოახერხა რამდენიმე რეფორმის გატარება. ის ზუსტად იმ პერიოდში იყო ოსმალეთის დიდი ვეზირი, როდესაც მიმდინარეობდა შვიდწლიანი ომი.
ქოჯა რაგიპ-ფაშამ თანამდებობა სიკვდილამდე შეინარჩუნა. ის გარდაიცვალა 1763 წლის 8 აპრილს. სულთან მუსტაფამ ერთგული მეგობრის დაკარგვა ძალიან განიცადა და ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია სულთნის ხასიათზე. ქოჯა რაგიპ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ იმპერიის დიდი ვეზირი გახდა თევქი ჰამზა ჰამიდ-ფაშა.