ოსმან III (ოსმ. عثمان ثالث‎ — Osmân-ı sâlis , თურქ. Üçüncü Osman) ( დ. 2 იანვარი 1699 — გ. 30 ოქტომბერი 1757) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1754–1757 წლებში.

ოსმან III
ოსმ. عثمان ثالث‎ — Osmân-ı sâlis
ოსმალეთის 25-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1754
მმართ. დასასრული: 1757
წინამორბედი: მაჰმუდ I
მემკვიდრე: მუსტაფა III
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 იანვარი 1699
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 30 ოქტომბერი 1757
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ლეილა ქადინ ეფენდი
ზევქი ქადინ ეფენდი
ფერჰუნდე ემინე ქადინ ეფენდი
დინასტია: ოსმანები
მამა: მუსტაფა II
დედა: შეჰსუვარ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ოსმან III იყო მუსტაფა II-ის შვილი და მაჰმუდ I-ის ძმა. ტახტზე ასვლამდე თითქმის 50 წელი თოფქაფის სასახლეში იზოლაციაში იმყოფებოდა.

ოსმან III ვერ იტანდა მუსიკას და მუსიკოსებს, ამიტომ ბრძანება გასცა ისინი სასახლიდან გაეძევებინათ. ასევე ოსმანი ვერ იტანდა ქალებს და ქალთა საზოგადოებას. ის ატარებდა ლურსმებიან ფეხსაცმელებს, რათა მის ხმაზე მოსამსახურე ქალები მის ხმაზე გაქცეულიყვნენ.

მისი მმართველობის წლებში შვიდჯერ შეიცვალა დიდი ვეზირი. დიდი ვეზირების ქონება ჩვეულებრივ სულთანის ხელში გადადიოდა. ოსმან III განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდა ქრისტიანებს და იუდეველებს. მათ აიძულებდა ტანსაცმელზე სპეციალური ნიშნები ეტარებინათ. 1757 წელს ოსმან III ინსულტის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. ის შეცვალა მისმა ბიძაშვილმა, მუსტაფა lll-მ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება