მაჰმუდ I
მაჰმუდ I (ოსმ. محمود اول — Mahmûd-u evvel , თურქ. Birinci Mahmut; დ. 2 აგვისტო 1696 — გ. 13 დეკემბერი 1754) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1730 წლის 2 ოქტომბრიდან 1754 წლის 13 დეკემბრამდე.
მაჰმუდ I | |
---|---|
ოსმ. محمود اول — Mahmûd-u evvel | |
ოსმალეთის 24-ე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1730 |
მმართ. დასასრული: | 1754 |
წინამორბედი: | აჰმედ III |
მემკვიდრე: | ოსმან III |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
რეგენტი: |
პატრონა ჰალილა (1730–1731) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 აგვისტო 1696 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 13 დეკემბერი 1754 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მუსტაფა II |
დედა: | სალიჰა სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
მაჰმუდ I არის მუსტაფა II-ის და სალიჰა სულთნის შვილი. პატრონა ჰალილას აჯანყების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. მისი მმართველობის პირველ წლებში ძალაუფლება ფაქტობრივად აჯანყებულთა ლიდერებს ეპყრათ ხელთ. 1731 წლის 15 ნოემბერს პატრონა ჰალილა მაჰმუდ I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. მისი მომხრეების აჯანყება შემდგომში სასტიკად იქნა ჩახშობილი.
მაჰმუდ I-ის მმართველობის დროს ოსმალეთის არმიის ევროპული მოდერნიზაციის მცდელობა იყო ფრანგი გრაფის დე ბონევალის მხრიდან, რომელმაც ისლამი მიიღო. იანიჩარების წინააღმდეგობის გამო ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
1731—1735 და 1741—1746 წლებში გრძელდებოდა ირანთან ომი, რომელიც ოსმალეთის მარცხით დამთავრდა. მათ დაკარგეს 1720-ან წლებში დაკავებული ტერიტორიები. 1746 წლის სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყარა საზღვრები, რომელიც 1639 წლის ყარს-შირვანის შეთანხმებით იყო დადგენილი.
1736—1739 წლებში ოსმალეთის იმპერია ომს აწარმოებდა რუსეთთან და ავსტრიასთან. ავტრიის არმიამ განიცადა რამდენიმე მარცხი, რის შედეგადაც ოსმალებმა დაიბრუნეს ჩრდილოეთ სირია ბელგრადთან ერთად და მცირე ვლახეთი, რომელიც 1718 წელს 1739 წლის შეთანხმებით ჰქონდა დაკარგული. ოსმალებმა რუსეთთან დათმეს აზოვი.