ჰიურემ ქადინეფენდი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჰიურემ ქადინეფენდი (დ. 6 დეკემბერი, 1692 — გ. 25 ივნისი, 1760) — აჰმედ III-ს მეოთხე ცოლი და მისი ხუთი შვილის დედა.
ჰიურემ ქადინეფენდი | |
---|---|
დაბადების სახელი | დიანა ეკატერინა ნაზიმოვა |
დაბადების თარიღი |
6 დეკემბერი, 1692 მოსკოვი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
25 ივნისი, 1760 მოსკოვი, რუსეთის იმპერია |
დაკრძალულია | ჰასეკი სულთნის კომპლექსი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი, მოგვიანებით მიიღო ისლამი |
მეუღლე(ები) | აჰმედ III |
მშობლები |
მამა: ალექსანდრე ნაზიმოვა დედა: მარია იეფიმოვა |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჰიურემ ქადინეფენდი (დიანა ეკატერინა ნაზიმოვა) იყო ალექსანდრე ნაზიმოვას და მარია იეფიმოვას ქალიშვილი. დაიბადა 1692 წლის 6 დეკემბერს, მოსკოვში. 1701 წელს, როცა გოგონა 9 წლის იყო, ქალაქს თათრები და თურქები დაესხნენ და დიანაც გაიტაცეს.
მოგვიანებით ცხოვრება
რედაქტირებაჰარემში მოხვედრის, დიანა იღბს ისლამს და ეწოდა სახელი ჰიურემი. თანამედროვე ისტორიკოსების თქმით, ჰიურემს ჰქონდა ჟღალი თმა, წითელი ლოყები, ლურჯი თვალები, ხორციანი ტუჩები, და ითვლებოდა როგორც მორჩილი და ხალისიანი. მას არ აინტერესებდა პოლიტიკა. მას შეეძინა ხუთი ვაჟი: შეჰზადე ისა (23 თებერვალი 1706 – 25 მაისი 1706), შეჰზადე სელიმი (6 სექტემბერი 1707 – 4 მაისი 1708), შეჰზადე მეჰმედი (17 ოქტომბერი, 1712 – 15 ივლისი 1713), შეჰზადე აბდულა (18 დეკემბერი 1719 – 19 დეკემბერი 1719) და შეჰზადე ორჰანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1722). ოსმალმა პოეტმა, სეიჰ გალიბმა განაცხადა, რომ სულთნის მეოთხე ცოლს, რომლის სახელი იყო ჰიურემი ჰყავდა თორმეტი შვილი, ათი ვაჟი და ორი ქალიშვილი, მაგრამ არც ერთი მათგანი გადარჩა სრულწლოვანებამდე. შვილების სიკვდილის შემდეგ, გაგზავნეს ძველი სასახლეში. ათი წლის განმავლობაში, იგი მის მსახურებთან ერთად ცხოვრობდა ძველ სასახლეში, ხოლო ამის შემდეგ იგი გაათავისუფლეს მონობას. ჰიურემი გადავიდა მშობლიურ რუსეთში. მან შეიძინა სასახლე მოსკოვში და ხელი შეუწყო ისლამის გავრცელებას. ასევე დაეხმარა ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობას. იგი გარდაიცვალა 1760 წლის 25 ივნისს მოსკოვში 68 წლის ასაკში. მისი სხეული გადაასვენეს სტამბოლში და დაკრძალეს ჰასეკი სულთნის კომპლექსში, რომელიც აშენდა სულეიმან I-ის მეუღლის, ჰიურემ სულთნის მიერ.