ტიმიშოარა
ტიმიშოარა (რუმ. Timişoara) — რუმინეთის სიდიდით მესამე ქალაქი. ბანატის ისტორიული რეგიონის ცენტრი. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ტიმიშის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტიმიშოარა Timişoara | |||||
ქალაქის ძველი ნაწილი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუმინეთი | ||||
ჟუდეცი | ტიმიში | ||||
კოორდინატები | 45°45′35″ ჩ. გ. 21°13′48″ ა. გ. / 45.75972° ჩ. გ. 21.23000° ა. გ. | ||||
მმართველი | Dominic Fritz[1] | ||||
პირველი ხსენება | XIII საუკუნე | ||||
ფართობი | 130,5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 89 მ | ||||
მოსახლეობა | 303 708[2] კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 2350 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +40 256 | ||||
საფოსტო ინდექსი | 300001–300789 | ||||
საავტომობილო კოდი | TM | ||||
ოფიციალური საიტი | primariatm.ro | ||||
ისტორია
რედაქტირებაისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, მაშინ როდესაც იგი თათრებმა აიღეს. XIV საუკუნეში იგი იყო მცირე ციხესიმაგრე. უნგრეთის მეფე კარლ რობერტმა, რომელიც ამ მხარეს 1307 წელს სტუმრობდა, ბრძანა სასახლის აგება, ხოლო XV საუკუნეში გარკვეული პერიოდი აქ იყო იანოშ ხუნიადის რეზიდენცია. ტიმიშოარა უნგრეთის სამეფოს პირველი ქალაქია, რომელმაც თავისი გერბი მიიღო (1365).
1552 წელს ტიმიშოარა აიღო ოსმალეთის ჯარებმა. 160 წლის განმავლობაში ტემეშვარის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქმა განიცადა ისლამის ძლიერი გავლენა. აშენდა მეჩეთი. 1716 წელს, მას შემდეგ, რაც ევგენი სავოიელმა ქალაქი გაათავისუფლა თურქებისაგან, ჰაბსბურგებმა წაშალეს ოსმალთა კვალი და ქალაქის ცენტრი ბაროკოს სტილზე ააშენეს.
ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ ქალაქი სერბეთის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1919 წელს უკვე რუმინეთის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია. 1930-იან წლებში აქ აშენდა მართლმადიდებლური ეკლესია — ტიმოშოარის ტაძარი.
1989 წლის 16 დეკემბერს ტიმიშოარაში დაწყებული მღელვარებით რუმინეთის რევოლუცია დაიწყო, რომელსაც ნიკოლაე ჩაუშესკუს ხელისუფლების დამხობა მოჰყვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Городской сайт (многие данные устарели) დაარქივებული 2017-09-14 საიტზე Wayback Machine.
- ქალაქის რუკა
- ქალაქის ფოტოები
- Timisoara Tourism დაარქივებული 2018-05-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.digi24.ro/alegeri-locale-2020/video-victoria-lui-dominic-fritz-la-alegerile-locale-sarbatorita-in-strada-la-timisoara-1375252
- ↑ Timis County at the 2011 census Romanian. INSSE (February 02, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 15 июля 2012.