კარლ რობერტი (დ. 1288 — გ. 16 ივლისი, 1342, ვიშეგრადი) — უნგრეთის მეფე 1308-1342 წლებში. უნგრეთში ანჟუს დინასტიის დამაარსებელი. კარლ რობერტის მეფობის დროს განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერდა ეკლესია, წვრილი თავადაზნაურობა და მოქალაქეები; იზრდებოდა ქალაქები, ვითარდებოდა ვაჭრობა და სამთო საქმე. 1335 წელს კარლ რობერტმა სავაჭრო შეთანხმება დადო ჩეხიასთან და პოლონეთთან. წარუმატებლად ებრძოდა ვენეციას, სერბიას, ვლახეთს.

კარლ რობერტი

ლიტერატურა

რედაქტირება