სალიჰა დილაშუბ სულთანი
სალიჰა დილაშუბ ვალიდე სულთანი ( დ. 1627 — გ. 1689) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის იბრაჰიმ I-ის მეორე ცოლი. სულეიმან II-ის დედა. ვალიდე სულთანი[1].
სალიჰა დილაშუბ სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Saliha Dilaşub Sultan |
დაბადების სახელი | ეკატერინა |
დაბადების თარიღი |
1627 სერბეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1689 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | იბრაჰიმ I |
შვილ(ებ)ი | სულეიმან II |
ბიოგრაფია
რედაქტირებამისი წარმოშობა უცნობია, ზოგიერთი ისტორიკოსის მიხედვით, იგი დაიბადა 1627 წელს სერბიაში. მისი დაბადების სახელი ეკატერინა იყო.1642 წლის აპრილში გაუჩნდა უფლისწული სულეიმანი (შემგომში სულეიმან II).
ზოგიერთ ოსმალურ ქრონიკაში იგი მოიხსენიება როგორც „აშუბი“. სალიჰა დილაშუბ სულთანი იბრაჰიმის პირველი ფავორიტი ხარჭა იყო. ასევე აღსანიშნავია,რომ იბრაჰიმის ყველა ხარჭა,გარდა სალიჰა დილაშუბისა, 1000 აქჩეს იღებდა, სალიჰა კი-1300-ს. იგი ძალიან მეამიტი და ურჩი ხასიათის იყო.
სულთან იბრაჰიმის ტახტიდან ჩამოგდებისა და სიკვიდლის შემდეგ , იგი ძველ სასახლეში გააძევეს. სალიჰა იმედოვნება რომ თურჰან ჰატიჯე სულთანსა და ქოსემ სულთანს შორის კონფლიქტი მას გზას გაუხსნიდა დედა სულთნობისკენ. ქოსემი გეგმავდა თურჰანის შვილის, მეჰმედის ტახტიდან ჩამოგდებას და სულეიმანის, სალიჰას შვილის ტახტზე აყვანას. თუმცა,გეგმა გამჟღავნდა და თურჰან სულთანმა ჰარემის ზანგი საჭურისის დამხარებით ქოსემი მოკლა. ამით სალიჰას ასპარეზს დაღი ადესვა და 39 წელი ძველ სასახლეში გაატარა. 1687 წელს მეჰმედ IV იანიჩრებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ნაცვლად აიყვანეს სალიჰას შვილი სულეიმან II. შვილის ოთხწლიანი მართველობიდან იცოცხლა მხოლოდ ორი წელი. გარდაიცვალა 1689 წელს. დაკრძალულია სულეიმანის მეჩეთში, სტამბოლში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ E.J. Brill’s First Encyclopaedia of Islam, 1913—1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987