ლუგიერები (ლიგიერები) — ძველი ტომი, რომელიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას რომაელებთან ბრძოლაში ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში. ცხოვრობდნენ თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე ვისლა-ოდერის შუამდინარეთში. ასოცირდებიან პშევორის კულტურის მატარებლებთან. გერმონდურებთან ერთად ეხმარებოდნენ კვადებს რომაელების განდევნაში; დომიციანის დროს, 84 წელს, დაიქვემდებარეს კვადები. III ს ლუგიერები ჩაიკარგნენ ერების დიდი გადასახლების დროს და გუთებს შეერწყნენ.

ლუგიერები ძველი ევროპის რუკაზე

ვერსიები წარმოშობის შესახებ

რედაქტირება

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლუგიერები იყვნენ გერმანული ტომი.

სხვა ვერსიით ისინი იყვნენ კელტური წარმოშობის ტომი და შესაძლებელია ეთნონიმი "ლუგიერი" ნიშნავდა "ნათელ ადამიანს" ან წარმოიშვა კელტების ღმერთის ლუგის სახელიდან.

მესამე ვერსია, რომ ლუგიერები — რომანიზირებული სახელწოდებაა ლუჟიცელების, პოლაბური სლავების ერთ-ერთი ტომი. ლუგიერების სლავური წარმოშობას ადასტურებს სლავური სიტყვა "луг", ან "łęg" (პოლ. ტყის ჭაობი; ადგილი ნაპირთან). სილეზიის ეტიმოლოგიასთან შედარებით - "ślęgi", ლუჟიცა, ასევე სლავების ეტიმოლოგიასთან *"slav-" - "დინება, სველი" და სერბულხორვატული "slaviti" - "ღვინის წყლით გაზავება".

დღეს მეცნიერების უმრავლესობა, არქეოლოგიაზე დაყრდნობით, თვლიან რომ ლუგიერები იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ტომების კონფედერაციის შემადგენელი ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი (1890—1907)
Stanisław Rospond, Polszczyzna Śląska, 1970, str.11-12