მაზოვია (პოლ. Mazowsze, Mazowiecka ziemia, გერმ. Masowien) — ისტორიული რეგიონი პოლონეთის ცენტრში. მთავარი ქალაქია — ვარშავა.

მაზოვია

კონრად I-ის მმართველობის დროს მაზოვიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მაზოვიის სამთავრო. 1526 წლამდე მას პიასტების დინასტია მართავდა. სიგიზმუნდ I-მა შემოუერთა პოლონეთს.

პოლონეთის მესამე დაყოფის შემდეგ 1795 წელს, მაზოვია პრუსიას ერგო, ხოლო 1807 წელს ვარშავის საჰერცოგოს შემადგენლობაში შევიდა. 1814 წლიდან პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაშია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება