პოლონეთის დანაწილება
(გადამისამართდა გვერდიდან პოლონეთის დაყოფა)
პოლონეთის დანაწილება ან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დანაწილება [1][2] მოხდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა დაასრულა. დანაწილებაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის იმპერია; პრუსიის სამეფო და ავსტრიის იმპერია (ჰაბსბურგების დინასტიით სათავეში) რომლებმაც თანამეგობრობა ერთმანეთში გაიყვეს. დანაწილება მოხდა სამჯერ:
- პოლონეთის პირველი დანაწილება – 1772 წლის 5 აგვისტო.
- პოლონეთის მეორე დანაწილება – 1793 წლის 23 იანვარი (ამ გაყოფაში ავსტრია აღარ მონაწილეობდა).
- პოლონეთის მესამე დანაწილება – 1795 წლის 24 ოქტომბერი. (ამ დაყოფით პოლონეთის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა)
შესაბამისად დანაყოფებს ერქვათ: ავსტრიის ნაწილი, რუსეთის ნაწილი და პრუსიის ნაწილი.
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- (პოლონური) Krzysztof Wroński, Rozbiory Polski w XVIII w. " ich uwarunkowania i skutki დაარქივებული 2007-05-24 საიტზე Wayback Machine.